როგორი ნახევარდცვა იქნება სუპერთასზე?

როგორც მოსალოდნელი იყო, "უეფამ" "რეალის" საჩივარი არ დააკმაყოფილა და ალონსოს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსგავსად, ევროპის სუპერთასის მატჩის ყურებაც ტრიბუნიდან მოუწევს...


შესაბამისად, მისი ადგილი კვლავ ვაკანტური დარჩა სუპერთასის მატჩისთვის. ყველასთვის ცხადია, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც თამაში გარანტირებული აქვს, ლუკა მოდრიჩია. ხორვატი კარგ კონდინციებში იმყოფება და ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავს თავის პოზიციაზე. ხოლო, მის მეწყვილედ სამი კანდიდატურაა: ხედირა, ილიარამენდი და კროოსი. ალბათ, ყველაზე მეტი შანსი ამათგან მაინც სამის აქვს, რადგან ანჩელოტი ილიარას მაინცდამაინც არ ენდობა, ხოლო ტონი გუნდის ახალწვეულია და ჯერ დებიუტიც კი არ ჰქონია.

უკანასკნელ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კროოსსა და ანჩელოტის საუბარი შედგა. ჟურნალისტების ცნობით, ტონიმ იტალიელი სპეციალისტისგან სუპერთასზე თამაშის გარანტია მიიღო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და მეტი არაფერი. ამის შესახებ არც კროოსს და არც ანჩელოტის არ უსაუბრია. შესაბამისად, "სევილიას" წინააღმდეგ ხედირასა და მოდრიჩის დუეტს უნდა ველოდოთ.

აქვე გამცნობთ იმასაც, რომ ესპანელი ჟურნალისტების აზრით შესაძლოა მოედანზე ანხელ დი მარიაც ვიხილოთ, რომელმაც მუნდიალზე მიღებული ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს გუნდთან ერთად. მისი "პსჟ"-ში გადასვლაც ჩაიშალა და იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამშაბათს კარდიფში მოედანზე გავიდეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)