ანჩელოტი: „„ლა დესიმამ“ თავდაჯერებულობა შეგვმატა“

სამეფო კლუბის მთავარმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.


„მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, რამეთუ საერთაშორისო ტურნირის ფინალია.ჩემი შეგირდების უმრავლესობა მუნდიალზე მონაწილეობდა და ბუნებრივია, ადვილი არ არის იდეალურ ფორმაში ყოფნა, თუმცა გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.“

„რა თქმა უნდა, ყველა ფინალში მოსაგებად თამაშობ.შესაძლოა, ჩვენ ფავორიტები ვართ, რამეთუ „რეალის“ სახელით გამოვდივართ.“

„ანდალუსიელებმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს შარშან.გუნდმა ევროპის ლიგა დამსახურებლად დაიბევა.მიმდინარე ზაფხულს, მათ რიგებში ძირეული ცვლილებები განხორციელდა და სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი ახალწვეულებით როგორ ფეხბურთს ითამაშებენ.“

„როდესაც „ბლანკოსში“ თამაშობ ან მუშაობ, ყოველთვის ისტორიის შეცვლას ცდილობ.ეს არის კლუბის ფილოსოფია.განვლილ სეზონში, ბოლომდე ვიბრძოლეთ და 2 ტიტული ვიზეიმეთ.საბედნიეროდ, „ლა დესიმას“ გამოწვევას წარმატებით ვუპასუხეთ.“

„ბიჭები ყველანაირი თვალსაზრისით, კარგად იყვნენ მომზადებულნი ლისაბონის ფინალისათვის.ერთი წამითაც არ ვყოფილვარ უკმაყოფილო, მოედანზე ან მის გარეთ განვითარებული მოვლენებით, რამეთუ „რეალის“ ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი დადეს.სასიხარულოდ, მათი თავგანწირვა დაფასდა.“

„წარმატების საიდუმლო გამარჯვების რწმენაში მდგომარეობდა.მათ ბოლო წუთამდე არ დაყარეს ფარ-ხმალი და იცოდნენ რომ თასს აღმართავდნენ.“

„მეც და კლუბსაც ძალიან გვინდოდა „ლა დესიმას“ მოგება.ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

„ვერავინ შეძლო ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაცვა და ვიცით, რომ ძალიან რთულია ამის გაკეთება, თუმცა აუცილებლად ვეცდებით.„ლა დესიმას“ მოგების შემდეგ, შემადგენლობა უფრო თავდაჯერებულია და ეს მეტადდაგვეხმარება.“

„ტიტულების მოსაგებად საჭიროა - ამბიცია, მიზანსწრაფულობა და შრომისმოყვარეობა.“

realMadrid.Com dle 10.1

  • Nodarii
  • 9 აგვისტო 2014
  • 2308
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)