ბენიტესს ილიარას იჯარით აყვანა სურს?

მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალს“ ტონი კროოსი და ხამეს როდრიგესი შეემატნენ, ასიერ ილიარამენდის ისედაც პატარა შანსი კიდევ უფრო შემცირდა. ბასკ ფეხბურთელს უდიდესი კონკურენციის ქვეშ უწევს ყოფნა.


იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით „რეალ სოსიედადის“ ყოფილი ნახევარმცველის დამატება რაფაელ ბენიტესს სურს. ესპანელი სპეციალისტი თვლის, რომ თანამემამულე ილიარა მის კლუბში საკმაოდ ნორმალურად იასპარეზებს.

საქმე იჯარით აყვანას ეხება, თუმცა იტალიელებს გამოსყიდვის უფლებაც სურთ, კონკრეტული დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ასევე არ სახელდება თანხა, რომელსაც „ნაპოლი“ ფლორენტინო პერესს 1 წლიანი არენდის სანაცვლოდ შესთავაზებს.

ეს წინადადება სავარაუდოდ არც კარლო ანჩელოტიმ უნდა დაიწუნოს, რადგან მას ასიერი მოსწონს, თუმც ადგილს ვერ უძებნის, სერია „ა“-ში დროებით წასვლის შემთხვევაში კი ესპანელი ახალგაზრდა დამატებით გამოცდილებას მიიღებს, შემდეგ კი ყველაფერს მისი ასპარეზობა და მარგი ქმედების კოეფიციენტი გადაწყვეტს. dle 10.1

  • Hala
  • 8 აგვისტო 2014
  • 1429
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)