„რომა“ მზად არის ხედირას ტრანსფერში პიანიჩი ჩართოს

როგორც ჩანს იტალიური „რომა“ სერიოზულად უდგება სამი ხედირას გადაბირების საკითხს და აქტიურობას გეგმავს.


მადრიდული მხარე გერმანელ ფეხბურთელს „ჩალის ფასში“ არ შეელევა, დედაქალაქელებს კი სოლიდური ბიუჯეტი არ აქვთ, აქედან გამომდინარე არ შეუძლიათ 30 მილიონი ევროს გადახდა. მოგეხსენებათ, ეს თანხა ფლორენტინო პერესმა „არსენალის“ ხელმძღვანელობას მოთხოვა, თუმცა ინგლისელები მხოლოდ 25-ზე იყვნენ თანახმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით რომაელები მზად არიან სამის სანაცვლოდ პიანიჩს შეელიონ, რომელიც იტალიის ჩემპიონატში საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, იგივეს თქმა შეიძლება მის ფრანგულ კარიერაზე. ახალგაზრდა ნახევარმცველს არაერთხელ ჰყავს გამწარებული „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც ის „ლიონის“ ღირსებას იცავდა.

სამეფო კლუბის შუა რგოლში ისედაც ძალიან დიდი კონკურენციაა. კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ანხელ დი მარია, სამი ხედირა, ტონი კროოსი, ასიერი ილიარამენდი, ისკო ალარკონი, ლუკა მოდრიჩი, ხამეს როდრიგესი და ჩაბი ალონსო არიან. ამ სიაში გერმანელის ნაცვლად პიანიჩის ჩაჯდომას ბიუჯეტში 30 მილიონი ევროს ჩარიცხვა და ნახევარდაცვას -1 ფეხბურთელი უნდა სჯობდეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია იგივეს ფიქრობს თუ არა ფლორენტინო პერესი და მთავარი მწვრთნელი. dle 10.1

  • Hala
  • 8 აგვისტო 2014
  • 1437
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)