მატერაცი : „პეპეს ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევ“

მარკო მატერაციმ იტალიურ გამოცემას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა და ყურადღება იმ გარემოებასა და პასუხისმგებლობაზე გაამახვილა, რომელიც ახლანდელი დროის ცენტრალურ მცველებს აქვთ...


„თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად კეპლერ პეპეს მივიჩნევ. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უკვე საკმარისი გამოცდილება დააგროვა და ის ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობს. პეპესთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მეტოქე, ეს იქნება კატალონიის „ბარსელონა“, მილანის „ინტერი“ თუ ათენის „ოლიმპიაკოსი“, პორტუგალიელი ყველგან და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.“

„მცველობა იოლი არ არის, შენმა ერთმა შეცდომამ შესაძლოა მატჩის შედეგი განაპირობოს, ამიტომ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე დგები.“

„პეპეს რკინის ნერვები აქვს, ის არასდროს ნერვიულობს და თითოეულ დაპირისპირებაზეა კონცენტრირებული, მისთვის ყველაზე მთავარი უმაღლეს დონეზე ასპარეზობა გახლავთ, რაც ძალიან დასაფასებელია.“

„ასაკის მიუხედავად სამეფო კლუბის „სამიანს“ სისწრაფე არ დაუკარგავს, ამას კი გამოცდილება დაემატა, ის პოზიციურად ყოველთვის სწორად თამაშობს.“

„თანამედროვე ფეხბურთში უკანახაზელებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, რადგან მწვრთნელთა 95% სწორედ პოზიციურ და ტაქტიკურ თამაშზე ამახვილებს ყურადღებას.“

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე მეტი მარჩელო ლიპისა და ჟოზე მოურინიოს ხელში ვისწავლე, ისინი დიდებული დამრიგებლები არიან. დარწმუნებული ვარ პორტუგალიელი სპეციალისტისგან მადრიდელი მცველიც ბევრ დადებით თვისებას შეიძენდა.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 აგვისტო 2014
  • 1573
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)