ბეილი: "მიხარია კარდიფში თამაში, მაგრამ მთავარი სუპერ თასის მოპოვებაა"

"მადრიდის რეალის" უელსელმა ფეხბურთელმა საკმაოდ სიანტერესო ინტერვიუ ჩაწერა.


"მადრიდის რეალს" აქვს შანსი, რომ მეორე სუპერ თასი მოიგოს კლუბის ისტორიაში. ეს მატჩი ყველასთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ შორის აღსანიშნავია გარეთ ბეილი. უელსელი, რომელიც თავის მეორე სეზონს იწყებს "მადრიდის რეალში", იმედს იტოვებს, რომ კლუბი შეძლებს აღნიშნული ტიტულის მოპოვებას. Mahou-სთან ინტერვიუში ფეხბურთელმა აღნიშნა: "18 თვის წინ გავიგე, რომ სუპერ თასის შეხვედრა კარდიფში გაიმართებოდა. როცა "მადრიდის რეალში" გადმოვედი, ოცნებად მქონდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მომეგო და კარდიფში მეთამაშა."

"ოცნება ამიხდა და ჩემთვის ეს დიდებული გამოცდილება იქნება. სახლში დავბრუნდები და "მადრიდის რეალის" რიგებში ვითამაშებ. ძალიან ვღელავ, როცა ამაზე ფიქრს ვიწყებ და მოუთმენლად ველი თამაშის დაწყებას. კარდიფი განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, ვინაიდან სწორედ ამ ქალაქში დავიბადე. ესაა ქალაქი, სადაც გავიზარდე და მთელი ცხოვრება ვიცხოვრე. ძალიან ბევრი ოჯახის წევრი და მეგობარი მყავს იქ. როცა თავისუფალი დღეები მაქვს, ყოველთვის ჩავდივარ კარდიფში. ესაა ჩემი ბავშვობის სახლი."

უელსელი გულშემატკივრები

"უელსელები მართლა მაგარი გულშემატკივრები არიან, ამის მაგალითი ძალზედ ბევრჯერ გვიჩვენებია წარსულში. სტადიონები მუდამ ივსება და გულშემატკივრები ყოველთვის ბოლო ხმაზე მღერიან ეროვნულ ჰიმნს. ის ატმოსფერო , რომელსაც ისინი მოედანზე ქმნიან, განუმეორებელია."

"ჩვენთვის უდიდესი პატივია სუპერ თასის მასპინძლობა წელს. გვინდა მსოფლიომ დაინახოს, რომ კარდიფი დიდებული ქალაქია და რომ შეგვიძლია დიდი ღონისძიებების ორგანიზება."

"ყველა ჩემი ოჯახის წევრი და მეგობარი იქ იქნება, რამდენი ბილეთის აღებასაც შევძლებთ, გვინდა რომ ყველა ავიღოთ. უდიდესი გამოცდილებაა სახლში "მადრიდის რეალის" რიგებში დაბრუნება. კარდიფში თამაში ძალზედ განსაკუთრებულია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კლუბმა ასწიოს სუპერ თასი."

მატჩის განმსაზღვრელი ფაქტორი

"განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, თუ რამდენად მოვახერხებთ იმ თამაშის ჩვენებას, რასაც ჩვეულებრივ ვაჩვენებთ ხოლმე. თუ ვითამაშებთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე, ჩვენ მსოფლიოში ნებისმიერი გუნდის დამარცხებას შევძლებთ. ძალიან ბევრი უნდა ვივარჯიშოთ და მოედანზე, როგორც ერთი მთლიანი, უნდა გამოვიდეთ. თუ ამას შევძლებთ, მოგებაც და ტიტულიც ჩვენ დაგვრჩება."

ფინალში გატანა

"ყველა ფეხბურთელის ოცნებაა გადამწყვეტი გოლის გატანა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდები 5:0 ანგარიშით მოგებას, მაგრამ ვიღაცა ყოველთვის გაიტანს გადამწყვეტ გოლს. "

"არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანს გადამწყვეტ გოლს ან გოლებს, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა და ყველანი გახარებულნი ვიქნებით ახალი ტიტულის მოგებით." dle 10.1

  • shvela
  • 7 აგვისტო 2014
  • 2242
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)