თანაგუნდელებმა პეპე გაამხნევეს

მადრიდის "რეალის" მცველმა პეპემ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც ექვს თვეს ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. მისმა თანაგუნდელებმა მას მხარდაჭერა აღუთქვეს.


რაული: "ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას".

კასილასი: "პეპე შენს გვერდით ვართ. ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელი ხარ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ".

რამოსი: "ძლიერი ფეხბურთელები არასდროს ნებდებიან და შენ ერთ–ერთი მათგანი ხარ. სიმშვიდე შეინარჩუნე. ჩვენ შენს გვერდით ვართ".

კრისტიანო რონალდო: "გამხნევდი პეპე. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ".

არბელოა: "პეპე ჩვენ შენს გვერდით ვართ. მშვიდად იყავი. ძალიან დაგვაკლდები".

მეცელდერი: "მხნედ იყავი მეგობარო. შენ ერთ–ერთი საუკეთესო ხარ მსოფლიოში. ამ ყველაფერს დაძლევ".

გარაი: "ჩვენ შენს გვერდით ვართ. ყველას ძალიან გვიყვარხარ".

იგუაინი: "ჩვენ მას ვუცხადებთ მხარდაჭერას. ის გუნდისთვის მნიშნელოვანი ფეხბურთელია. მსურს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაგვიბრუნდება".

ლასი: "ყველა ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს".

გრანერო: "მას საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდება. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და ასევე ჩვენთვისაც".

ბენზემა: "მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს და მხარში დავუდგებით".

დუდეკი: "ჩვენ მას მხარდაჭერას ვუცხადებთ. იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება".

მარსელო: "ძმაო, შენ კარგად იცი, თუ როგორ მიყვარხარ (ეს სიყვარულს უხსნის? 023 ). მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ.

ვან ნისტელროი: "ასეთ დროს ძლიერი უნდა იყო და გჯეროდეს, რომ მალე გამოჯანმრთელდები. ეს დაგეხმარება ყველაფერში".

დრენტე: "ყველა მხარდაჭერას ვუცხადებთ. დარწმუნებული ვარ მალე დაბრუნდება".

ვან დერ ვაარტი: "ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და მჯერა, მალე გამოჯანმრთელდება. ის ერთ–ერთი საუკეთესო მცველია მსოფლიოში და ძალიან გვჭირდება".

მაჰამადუ დიარა: "ძმაო ყველანი მხარში გიდგავართ. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ".

გაგო: "ყველანი მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ჩვენ ის ძალიან გვიყვარს".

ადანი: "პეპეს ტრავმა ჩვენი გუნდისთვის ძალიან მძიმეა. ის ერთ–ერთი საუკეთესო მცველია და დიდი დანაკლისია გუნდისთვის. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ"


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 13 დეკემბერი 2009
  • 4423
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)