ხამესი : „კარდიფში თამაში ჩემი ოცნებაა“

ხამეს როდრიგესის განცხადებით, მას ერთი სული აქვს როდის მოირგებს სამეფო კლუბის ფორმას და მეტოქე გუნდს შეუტევს...


„ინტენსიურად ვემზადები და დიდი იმედი მაქვს 12-ში ვითამაშებ. კარდიფში თამაში ჩემი ოცნებაა, ძალიან გამიხარდება თუ სადებიუტო დაპირისპირებაში მონაწილეობას მივიღებ და თასის აღმართვას შევძლებ.“

„ჯერ-ჯერობით ადაპტაციას გავდივარ, კარლო ანჩელოტი და სამწვრთნელო შტაბი დიდ დახმარებას მიწევს.“

„ვითამაშებ თუ არა მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, კლუბში რამდენიმე დღის მოსული ვარ, აქედან გამომდინარე არ შეიძლება ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე პრეტენზია მქონდეს, მოთმინება უნდა ვიქონიო და წარმატებას ეტაპობრივად მივაღწევ.“

„გარეთ ბეილისა და კრიშტიანო რონალდუს გარჯით განცვიფრებული გახლავართ, უელსელი და პორტუგალიელი ძალას არ ზოგავენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად ჩადგნენ ოპტიმალურ ფორმაში, ისინი თითოეული ჩვენთაგანისათვის მისაბაძები არიან.“

„საფრაგეთსა და ესპანეთს შორის განსხვავებას ნელ-ნელა ვამჩნევ, თუმცა ერთი რამ უკვე თამამად შემიძლია ვთქვა. კარლო ანჩელოტი ძალიან დიდი ტაქტიკოსია და ის სამეფო კლუბში საკუთარ ფილოსოფიას ნერგავს, იგი განსხვავებული შეხედულებების მქონე სპეციალისტი გახლავთ, ესპანეთში ბურთის ფლობას უდიდესი ყურადრება ექცევა, თუმცა მწვრთნელები მეტოქის ნახევარზე უსწრაფესად გადასვლაზეც მუშაობენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 აგვისტო 2014
  • 2282
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (193)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)