ანჩელოტი: „შესაძლოა ხამესმა „სევილიასთან“ ითამაშოს“

„წითელ ეშმაკუნებთან“ ნამატჩევს, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


„რა თქმა უნდა, უკმაყოფილონი ვართ მარცხით, თუმცა ანდალუსიელების წინააღმდეგ, სხვა განწყობითა და შემართებით გამოვალთ მოედანზე.მომდევნო კვირაში კვლავ პოზიტიურ განწყობაზე დავაყენებთ ქომაგებს.“

„ბუნებრივია, ამ ეტაპზე გუნდი სრულყოფილად მზად არ არის.შემადგენლობა მიუჩვეველია ლიდერების გარეშე თამაშს.ამასთანავე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა მხოლოდ 1 კვირის წინ დაიწყო ვარჯიში.საგანგაშო არაფერია.ნელ-ნელა დანარჩენი მოთამაშეებიც შემოგვიერთდებიან და ოპტიმალურ ფორმას ავკრეფთ.“

„კრიშტიანუს ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია და ამიტომაც მიეცა 20 წუთი სათამაშოდ.სუპერთასამდე 1 კვირიანი მოსამზადებელი პერიოდი გვექნება, რომლის გავლის შემდეგაც, პორტუგალიელი სრულ მზადყოფნაში იქნება.“

„ხამესი „ვალდებებასზე“ ვარჯიშობს.არ გამოვრიცხავ, რომ „სევილიასთან“ მატჩამდე მოასწროს ფორმაში ჩადგომა.“

„სტადიონდე დიდებული ატმოსფერო სუფევდა.არ ვართ მიჩვეულნი ამდენი ადამიანის თვალწინ ბურთის გაგორებას.“

„ამერიკაში ყველაფერი, რაც პრე-სეზონისთვის გვჭირდება და სწორედ ამიტომ ჩამოვდივართ.“

„მეკარეებთან დაკავშირებით არ ვნერვიულობ.12-ში კასილიასი დაიცავს გუნდის კარს და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)