ტოლედო - კასტილია (პრევიუ)

ტოლედო - კასტილია (პრევიუ)


უმნიშვნელოვანეს მატჩს “კასტილია” საკადრო პრობლემებით ხვდება.


საქმე ისაა, რომ გუნდის ლიდერებს: ადამ სჟალაის, ხავი აკუნიას, ხავი ერნანდესსა და რუბენ კორდეროს ტრავმები აქვთ. მენენდესიც იძულებული გახდა, “რეალის” მესამე გუნდიდან ფორვარდებისთვის ეხმო. სამუელ საისი და როდრიგო დღეს, სავარაუდოდ, ძირითადში იასპარეზებენ. ამ უკანასკნელმა წინა კვირას, სადებიუტო მატჩში გოლის გატანაც მოახერხა.

“კასტილიამ” ბოლო ორი მატჩი გაჭირვებით მოიგო. მადრიდელებმა ჯერ სტუმრად აუტსაიდერი “ლანსაროტე” დაამარცხეს (4-3), შემდეგ კი, მეორეადგილოსან “ლას პალმასსაც” გამოუყვანეს წირვა (3-2). მოპოვებული ქულებით “კასტილია” გასავარდნ ზონას დაშორდა.

კარგ მდგომარეობაში იყო “ტოლედო,” მანამ, სანამ ბოლო 3 მატჩში, შესაბამისად, “პუერტოლანოსთან”, "ალკალასა” და “ლეგანესთან” დამარცხდებოდა.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს. “კასტილიასთვის” ამ გუნდის დამარცხება პრობლემას არასდროს წარმოადგენდა, - 2003/04 წ.წ. შემდეგ 4 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება მადრიდელთა აქტივში. შარშანდელი დაპირისპირება ამავე სტადიონზე გაიმართა და ის “რეალის” გამარჯვებით დასრულდა, 0-2. ორივე გოლი სჟალაიმ შეაგდო.

სავარაუდოდ, გუნდს დაეხმარება მარკოს ალონსო, რომელსაც გუშინ "ვალენსიასთან" არ უასპარეზია.

რაც შეეხება “სამეფო კლუბის” განაცხადს:

მეკარეები: ანტონიო ადანი, ფელიპე რამოსი.
მცველები: ხავი ველაიოსი, გარი კაგელმახერი, ხუანანი, დავიდ მატეოსი, ნაჩო, ლუის ერნანდესი.
ნახევარმცველები: მარკოს ტებარი, ხუან კარლოსი, პედრო მოსკერა, ფრან რიკო, დავიდ ვასკესი.
თავდამსხმელები: როდრიგო, სამუელ საისი, კრისტიანი.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 13 დეკემბერი 2009
  • 3990
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)