მენდიეტა : "სამეფო კლუბმა დი მარია არ უნდა გაუშვას"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, გაისკა მენდიეტამ, რომელიც ამასთანავე Goal.Com-ის ელჩიც გახლავთ, ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ანხელ დი მარიაზე ისაუბრა...


"არგენტინელი ფეხბურთელი ძალიან მომწონს, მან 2013/2014 წლების სეზონის იდეალურად ჩაატარა და რაღა თქმა უნდა მოხვდა ჩვენი ვებ-გვერდის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში, ანხელი არის ფეხბურთელი, რომელიც უდიდესი შრომის ფასად აღწევს წარმატებას."

"გაინტერესებთ როგორ გადალახოთ დაბრკოლებები? ამის მაგალითი დი მარია გახლავთ, მიმართეთ მას ან უყურეთ მის პროგრესს და ყველაფერს თვალნათლივ დაინახავთ."

"შარშანდელი სეზონის სტარტზე არგენტინელის მომავალი ბურუსით იყო მოცული, კარლო ანჩელოტიმ მას ადგილი ვერ მოუძებნა შემდეგ კი მოედნის ცენტრში გაამწესა, შედეგს ალბათ ყველანი ვხედავთ. ანხელი არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედნის ნებისმიერ წერტილში შეუძლია თამაში, მისი შესანიშნავი სისწრაფე და გადაცემა ყველა თამაშს მწვავეს ხდის."

"ნახევარმცველმა "რეალის" წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა, მან ესპანეთის სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო."

"არგენტინის ეროვნული ნაკრების წარმატებაში ანხელმა უდიდესი როლი ითამაშა, საბელიას გუნდს სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე, თუმცა არც ვერცხლის მედალი გახლავთ ურიგო."

"იმ შემთხვევაში თუ "ბლანკოსი" ანხელს გაუშვებს, ეს გუნდი მეტისმეტად დასუსტდება. არ აქვს მნიშვნელობა ვის დაიმატებს ფლორენტინო პერესი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანხელის შემცვლელი დღევანდელ მსოფლიოში არ მოიძებნება, იგი საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშე გახლავთ." dle 10.1

  • Hala
  • 30 ივლისი 2014
  • 1574
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)