პელეგრინის კომენტარი

მანუელ პელეგრინიმ "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ის კმაყოფილია შეგირდების თამაშით.


"ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მიხარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. მატჩი რთული იყო, მაგრამ მთელი 90 წუთის მანძილზე კარგად ვთამაშობდით".

პელეგრინიმ ასევე გამოჰყო კრისტიანო რონალდოსა და კაკას არყოფნა მოედანზე. "გუნდში 23 ფეხბურთელია და ტრავმირებულების შეცვლაც შეუძლიათ. ლა ლიგაში შესანიშნავად გამოვიყურებით და ასევე ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია გუნდისთვის".

ჩილელი სპეციალისტის თქმით, უსამართლობა იქნებოდა, რომ გუნდს ვერ მოეგო "მესტალიაზე". "პირველ ტაიმში სამ–ოთხჯერ გვქონდა "ვალენსიას" კარის აღების შანსი, მათ კი მცირე შანსები ჰქონდათ. მეორე ტაიმის პირველი თხუთმეტი წუთი რთული იყო, მაგრამ შემდეგ დიდებულად ვითამაშეთ. უსამართლობა იქნებოდა, რომ ვერ მოგვეგო".

ბოლოს კი მწვრთნელმა ბენზემას თამაშზეც ისაუბრა. "მიხარია, რომ კარგად ითამასა. ქარიმი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ახალ ჩემპიონატში გადმოვიდა და დიდი პროგრესი განიცადა. იგუაინმაც შესანიშნავად ითამაშა".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 13 დეკემბერი 2009
  • 3525
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)