ვან დერ ვაარტმა "რეალის" გულშემატკივრებს კაკას არყოფნა დაავიწყა

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ. რაფაელ ვან დერ ვაარტი კი შექების ღირსია. ის კაკას შესანიშნავად ცვლის.


კაკას ტრავმამ მანუელ პელეგრინი გააოგნა, რადგან ბრაზილიელი მუდამ სასტარტოშია და გუნდის ერთ–ერთი ლიდერიცაა. რიკარდოს შეცვლა ძალიან რთული საქმეა.

პელეგრინის ჰქონდა არჩევანის საშუალება, თუ ვინ დაეყენებინა კაკას პოზიციაზე. სიაში იყვნენ გრანერო, გუტი, ვან დერ ვაარტი და არგენტინელი გაგო, მაგრამ მადრიდელთა მწვრთნელმა იპოვნა რიკის იდეალური შემცვლელი.

ეს არის რაფაელ ვან დერ ვაარტი, რომელიც ზაფხულში აპირებდა კლუბის დატოვებას და ახლა გუნდში ერთ–ერთი საუკეთესოა. აქამდე ფეხბურთელს ჰქონდა მცირე სათამაშო დრო "ალკორკონთან" და "სევილიასთან".

ჰოლანდიელმა ფლეიმეიქერმა ბოლო სამ მატჩში, "ალმერიასთან", "მარსელთან" და დღეს "ვალენსიასთან" დიდებული შთაბეჭდილება დატოვა. ვან დერ ვაარტის თამაშმა "რეალის" ფანებს კაკას ტრავმა დაავიწყა და სანახაობრიობა არ დაუკარგა. რაფაელს სურს მადრიდში დარჩენა და ყველას სურს, რომ ჰოლანდიელი გუნდში დარჩეს.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 13 დეკემბერი 2009
  • 3136
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)