კარვახალი : "ანჩელოტი მოსვენების საშუალებას არ გვაძლევს"

დანიელ კარვახალმა მორიგი პრეს-კონფერენცია გამართა და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა...


"დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მადრიდის "რეალს" 6 ტიტულის მოგება შეუძლია, ეს ძალიან რთული იქნება, თუმცა კოლექტივის მონდომება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ნებისმიერი სასწაულის მოხდენა შეგვიძლია."

"ინტერთან დაპირისპირება რა თქმა უნდა არასასიამოვნო იყო, რადგან დავმრაცხდით, თუმცა მწვრთნელმა კარგად დაინახა სად არის ხარვეზები. ამერიკაში მიმდინარე პრე-სეზონი ძალიან ნაყოფიერია, ჩვენ სწორედ აქ ვემზადებით 12 აგვისტოსთვის. სუპერთასის პაექრობა უმნიშვნელოვანესი იქნება."

"ხამეს როდრიგესი ჩემი ახალი თანაგუნდელია, მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, იმედი მაქვს კოლუმბიელი ფეხბურთელი ისეთივე ეფექტური იქნება, როგორიც მუნდიალზე ასპარეზობის დროს იყო."

"გარეთ ბეილი ყველას გვაჩვენებს, რომ დიდებულ კონდიციაში იმყოფება, ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და ყველაფერს აკეთებს სეზონის დიდებულად დასაწყებად. იტალიელებს უელსელმა შემტევმა იდეალური გოლი გაუტანა."

"ტონი კროოსი უმაღლესი რანგის ფეხბურთელია, მე მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ჯერ კიდევ ლევერკუზენში თამაშის დროს ვხვდებოდი, რომ გერმანელი ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა. მის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია ბუნდესლიგაში. შარშან კი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გადავეყარეთ ერთმანეთს. ნახევარმცველი დიდებულად აკონტროლებს ბურთს."

"წარმატების საიდუმლო მხოლოდ მუშაობა გახლავთ, ჩვენი დასვენება არ შეიძლება, რადგან ურთულესი სეზონი გველის წინ. ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს და ტიტულების მოსაგებად იბრძოლოს. ანჩელოტი მოსვენების საშუალებას არ გვაძლევს, იტალიელს სურს, რომ რაც შეიძლება დროულად ჩავდგეთ ფორმაში."

"არბელოასთან კონკურენციის არ მეშინია. ვიცი, რომ ალვარო ჩემზე გამოცდილია და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ვფიქრობ, კარგია კონკურენცია, ეს ორივეს უფრო ძლიერს გვხდის."

"მშვიდად ხარ, როდესაც იცი, რომ კარს დიეგო ლოპესი ან იკერ კასილასი იცავს, ორივე კიპერი უმაღლეს დონეს წარმოადგენენ, აქედან გამომდინარე მთავარ მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს."

"ეროვნული ნაკრები ჩემი ოცნებაა. არ ვიცი მომცემს თუ არა შანსს ვისენტე დელ ბოსკე, ამისათვის ბევრს ვიშრომებ. გამიხარდება თუ 2016 წელს "ფურია როხას" მაისურის მფლობელი გავხდები." dle 10.1

  • Hala
  • 28 ივლისი 2014
  • 2129
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)