ჩაბი : "ამერიკაში ვიზიტი ყველაზე მეტად "კანტერანოებს" გამოადგებათ

ჩაბი ალონსოს განცხადებით, პრე-სეზონის ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარება სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდ გამოცდილებას შესძენს...


"უამრავ ახალგაზრდა ფებხურთელთან ერთად მიხდება ვარჯიში, რაც ძალიან კარგია."

"მილანის "ინტერის" წინააღმდეგ ნახევარი გუნდი კასტილიელი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, რადგან კოლექტივი სრულად არ არის შევსებული, გამოცდილი ფეხბურთელები კი სულ რამდენიმე დღეა მომზადებას შეუდგნენ, აქედან გამომდინარე ოპტიმალური ვარიანტი ახალგაზრდების გარჯაა."

"ძალიან მომწონს ლიორენტე, დარწმუნებული ვარ ის "ბლანკოსში" ფეხს მოიკიდებს და საკმაოდ სოლიდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდება."

"გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება 6 ტიტულის მოგება, მაგრამ ამისთვის დიდი შრომა მოგვიწევს, სხვანაირად მსგავსი სახის წარმატების მიღწევა გამორიცხულია."

"ანჩელოტის დიდი რესურსი აქვს, რადგან კოლექტივს ტონი კროოსი და ხამეს როდრიგესი დაემატნენ, ისინი სულ მალე გამოცხადდებიან კლუბში და ვარჯიშს დაიწყებენ."

"სეზონი ძალიან გრძელი და დამქანცველი იქნება, რაც აგვისტოს თვესაც ეტყობა, ბევრი დაპირისპირების გამართვა მოგვიწევს."

"ანხელ დი მარია მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია და არავინს საუბრობს იმაზე, რომ არგენტინელი ნახევარმცველი კლუბიდან უნდა წავიდეს. მე ამ საკითხებში არ ვერევი, პრესა კი თავისუფალია, მათ ბევრი ჭორის გავრცელება შეუძლიათ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს."

"მესმის, რომ ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე უამრავი პაექრობის გამართვა მოგვიწევს, აქედან გამომდინარე თამაშის შანსი ყველას მიეცემა."

"ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. მაქსიმუმს გავიღებ იმისათვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე და მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო. არ ვთვლი, რომ იმ ასაკში ვარ, როდესაც მთელი სეზონის ჩატარება აღარ შეგიძლია, ენერგიით აღსავსე გახლავართ და პირად კოლექციაში კიდევ რამდენიმე ტიტულის დამატება მსურს." dle 10.1

  • Hala
  • 26 ივლისი 2014
  • 1465
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)