რეინა ხაბი ალონსოს წასვლით ისევ დამწუხრებულია

დრო გადის, მაგრამ "ლივერპულის" ფეხბურთელები ისევ დამწუხრებულები არიან ხაბი ალონსოს წასვლის გამო. არცაა გასაკვირი, რადგან "მერსისაიდელები" 15 ტურის შემდეგ მეშვიდე პოზიციაზე არიან პრემიერლიგაში.


ნოემბრის დასაწყისში ინგლისური კლუბის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ ისევ სწუხს გუნდიდან ალონსოს წასვლის გამო. მისი თქმით, გუნდმა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ნახევარმცველი დაკარგა. "ლივერპულმა" ამასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ტურნირიც სენსაციურად დატოვა.

დადგა პეპე რეინას განცხადების დროც. მისი თქმით, გუნდს ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია ხაბის გუნდიდან წასვლა. "ყველანი დამწუხრებულნი ვართ გუნდიდან ხაბის წასვლის გამო. ალონსო ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გუნდისთვის. მას უდიდესი როლი აკისრია მოედანზე. ის ჩვენი გუნდისთვის ბევრს ნიშნავდა".

რეინამ ასევე წარმატებები უსურვა ბასკ ნახევარმცველს მადრიდში. "ყველა ხაბის ვუსურვებთ წარმატებებს "რეალში". დრო გავა და შევეჩვევით მის გარეშე თამაშს. იმედია მას შესანიშნავად შეცვლიან" – განაცხადა "ლივერპულის" მეკარემ.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 11 დეკემბერი 2009
  • 3479
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)