"რეალში" შესაძლოა დროგბა მოხვდეს

მოგეხსენებათ, ალვარო მორატას გაშვების შემდეგ, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფორვარდის ძიებაშია...


ესპანური მხარე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ფრანგულ "მონაკოსთან". საქმე რადამელ ფალკაოს ეხება, პერესს კოლუმბიელი ფორვარდი ძალიან ესიმპატიურება და თვლის, რომ "ატლეტიკოში" მიღებული გამოცდილების ხარჯზე წინახაზელი ლა ლიგაში ადაპტაციას მალევე გაივლის.

ასევე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კლუბს საკუთარი აღზრდილის, ალვარო ნეგრედოს დამატება სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელს "სიტიში" დარჩენა ურჩევნია.

იმ შემთხვევაში თუ პერესი აგვისტოს ბოლომდე მაღალი კალიბრის ფორვარდის დამატებას ვერ შეძლებს, მან შეიძლება გამოცდილი დიდიე დროგბა დაიმატონ, რომელიც სულ მალე ჩამოკიდებს ბუცებს ლურსმანზე.

კარლო ანჩელოტი თვლის, რომ მთელი სეზონის მანძილზე კარიმ ბენზემა ვერ იდგება მოწოდების სიმაღლეზე, ამიტომ მას ღირსეული შემცვლელი სჭირდება, კოტდიუვარეალი მოთამაშე კი ნამდვილად არ უნდა იყოს ურიგო კანდიდატი, რომელიც საჭირო დროს შესანიშნავად მოახერხებს ფრანგის ჩანაცვლებას.

ფიზ.მომზადების მწვრთნელების აზრით დროგბა სეზონში 20-25 დაპირისპირებას თავისუფლად გამართავს, რაც სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრებისთვის აბსოლუტურად მისაღებია.

ამასთანავე არაერთხელ დაიწერა ჟოზე მოურინიოს ინტერესის შესახებ. პორტუგალიელმა ძალიან კარგად იცის გამოცდილი ფორვარდის შესაძლებლობები და თვლის, რომ "არისტოკრატებში" ის კიდევ იტყვის საკუთარ სიტყვას, აქედან გამომდინარე ფლორენტინოს ამ საკითხზეც მართებს დაფიქრებას. სხვა თავდამსხმელების ძიებაში აბრამოვიჩმა შესაძლოა დრო იხელთოს და ფეხბურთელი ინგლისში წაიყვანოს. dle 10.1

  • Hala
  • 20 ივლისი 2014
  • 3606
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)