ალფრედო დი სტეფანო:"შეუდარებელი ცხრიანი"

ალფრედო დი სტეფანო:ადამიანი რომელსაც სიტყვით ვერ ავღწერთ.


მოგეხსენებათ, რომ მადრიდის "რეალის" ლეგენდარული მოთამაშე ალფრედო დი სტეფანო რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, გრეგორიო მარანიონის სახელობის საავადმყოფოში.

დი სტეფანო 88 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. 4 ივლისს, როდესაც ის საკუთარ ოჯახთან ერთად სანტიაგო ბერნაბეუსთან ახლოს მყოფ ერთ-ერთ რესტორანში, წვეულებაზე ზეიმობდა, ცუდად გახდა და უმალვე გადაყვანილი იქნა მადრიდის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოში. მან მხოლოდ ორი დღე გაძლო.


დი სტეფანოს გარდაცვალების, რამოდენიმე დღის შემდეგ, ფიფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც დეტალურად არის მიმოხილული ლეგენდის კარიერა.


სამხრეთ ამერიკაში გატარებული დრო:

ალფრედო დი სტეფანომ გამოიარა "ვენკერემოსის" და "უმანის" სპორტული სკოლები, რის შემდეგაც საბოლოოდ დამკვიდრა "რივერ პლეიტის" ახალგაზრდულ სისტემაში. მან მალევე მოახდინა შთაბეჭდილება და სადებიუტო სეზონში შედგა მისი პირველი პროფესიონალური თამაში კარიერაში. ეს 1945 წელს მოხდა, როდესაც ალფრედო მხოლოდ 19 წლის იყო.

მას შემდეგ რაც დი სტეფანომ თავისი წვლილი შეიტანა "რივერ პლეიტის" ჩემპიონობაში, იჯარით გადავიდა არგენტინის მეორე დივიზიონში მოთამაშე კლუბ "ურაკანში". აქ კი დი სტეფანო გუნდის ლიდერად იქცა და დაეხმარა სამხრეთ ამერიკულ გუნდს მეორე დივიზიონის მოგებაში. დი სტეფანო 1947 წელს გახდა არგენტინის პრიმერა ბ-ს საუკეთესო ბომბარდირი და გატანილი გოლების რაოდენობით დაამყარა აბსოლიტური რეკორდი. აქედან მოყოლებული დი სტეფანო გახდა არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედი, გულშემატკივრებმა დაიწყეს მისი თმის ფერის დაყენება და დი სტეფანოც საგრძნობლად გაიზარდა.

ამავა წელს, დი სტეფანომ უდიდესი წვლილი შეიტანა არგენტინის ნაკრების წარმატებაში კოპა ამერიკაზე. ალბისელესტემ მოიგო ტურნირი ეკვადორში, ალფრედომ კი ექვსი გოლი შეაგდო ამდენივე მატჩში. 1948 წელს კი ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის გამო შიდა ჩემპიონატი შეჩერდა, დი სტეფანო კი იმ მოთამაშეთა სიაში მოხვდა, რომლებსაც ჩემოდნის ჩალაგება და სხვა ქვეყანაში გადაბარგება აიძულეს.

ასე და ამგვარად 1949 წელს დი სტეფანო კოლუმბიურ "მილონარიოსში" გადავიდა, სადაც პირველივე სეზონში მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი. კოლიმბიის საუკეთესო გუნდის სტატუსი "მილონარიოსმა" 1951 და 52 წლებშიც მოიპოვა, როდესაც დი სტეფანომ ზედიზედ ორჯერ მოიგო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი. საბოლოოდ კი ალფრედომ სამხრეთ ამერიკაში გატარებული 9 წლის მანძილზე, 294 თამაშში 261 გოლი გაიტანა და ადგილობრივი გულშემატკივარის უდიდესი სიყვარულიც მოიპოვა. ცხადია ამავდროულად მისით უდიდესი ევროპული გრანდები დაინტერესდნენ, რომელთა შორისაც იყო მადრიდის "რეალი".

"რეალთან" ერთად ისტორიის შექმნა


მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალმა" ჩაატარა ამხანაგური მატჩი "მილონარიოსის" წინააღმდეგ, სამეფო კლუბში მიხვდნენ, რომ დი სტეფანო იყო განსაკუთრებული. 1953 წელს "რეალი" 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა, შესაბამისად დი სტეფანოს შეძენა იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი ამ უდიდესი კლუბისათვის. მთავარ კონკურენტ "ბარსელონასთან" ბინძური, ურთულესი სატრანსფერო ომის შედეგად, "რეალმა" მაინც მოახერხა ალფრედოს გაფორმება. 1953 წლის 23 სექტემბერს კი მან პირველად მოირგო მადრიდული გუნდის მაისური, "ნანსის" წინააღმდეგ ამხანაგურ თამაშში. მისი ტალანტი, მიზანდასახულობა და ლიდერის თვისებები გახდა ფუნდამენტალური მადრიდის "რეალისთვის", რათა მომავალში განუმეორებელი შედეგები დაედო. სწორედ არგენტინელმა ჩაუყარა საფუძველი იმ გუნდს, რომელმაც ევროპა დაიპყრო.

პირველ სეზონში, მადრიდისტას სტატუსით, დი სტეფანო დაეხმარა მადრიდის "რეალს" ისტორიაში მეორე ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში და შეწყდა 21 წლიანი უტიტულო სერია. 11 წლის განმავლობაში ატარა ალფრედომ თეთრი მაისური, დატოვა წარუშლელი კვალი ისტორიაში, მოიგო რვაჯერ ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი და ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

ევროპაში კი ამ კაცმა საოცრებები გააკეთა. ალფრედო დი სტეფანომ და მისმა სამეფო კლუბმა 1956-60 წლებში მოიგო ზედიზედ ხუთი ჩემპიონთა თასი, დი სტეფანო კი დღემდე ერთადერთია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ხუთ ფინალში შეაგდო გოლი. 1958 და 62 წლებში კი ის ტურნირის საუკეთესო გოლეადორიც გახდა, 1957 და 59 წლებში კი ოქროს ბურთიც მოიგო.

"რა შემტევი ხაზი გვყავდა! რეიმონდ კუპა, ექტორ რეალი, პუშკაში და ხენტო. მე ვფიქრობ, რომ ასეთი შემადგენლობა და მსგავსი ფეხბურთი არავის არასოდეს უთამაშია", - ამბობდა ალფრედო. აი ასეთ გუნდში იყო ნამდვილი ლიდერი დი სტეფანო. როგორც ბევრი ამბობს, რომელთაც ნანახი აქვთ მისი თამაში, ალფრედო იყო მინდორზე ყველაფერი. სამეფო კლუბის მაისურით ალფრედომ 510 მატჩში 418 გოლი გაიტანა, საიდანაც 307 შეაგდო ოფიციალურ მატჩებში, 49 კი ჩემპიონთა თასზე.

1964 წელს კი ის კატალონიის "ესპანიოლში" გადავიდა და ორი წელი დაჰყო აქ. 1966 წელს კი ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა და შედეგ წელს შედგა მისი გამოსამშვიდობებელი მატჩი. მადრიდის "რეალი" შოტლანდიურ "სელტიკს" დაუპირისპირდა სანტიაგო ბერნაბეუზე და ალფრედოსთან გამოსამშვიდობებლად ფაქტიურად მთელი მადრიდი მივიდა.

აღსანიშნავია, რომ 1957 წლიდან მოყოლებული ის ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა. დი სტეფანომ 4 წელიწადში, 31 თამაში ჩაატარა ფურია როხას მაისურით და 23 გოლიც გაიტანა. 1962 წელს კი ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა ჩილეში, სადაც ესპანეთის ეროვნულ გუნდს ძალიან დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მან სამწვრთნელო კარიერაც ჩაატარა, მაგრამ გაცილებით წარუმატებლად. იმუშავა ბევრ ქვეყანაში, 1991 წელს კი "რეალში" მორჩა მისი სამწვრთნელო მოღვაწეობა. 2000 წლიდან კი ის იყო სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტი. "ფეხბურთმა ყველაფერი მომცა. მე ყოველთვის ვხედავდი საკუთარ თავს გუნდურ თამაშში და დღესაც ვიტყოდი, რომ ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი აღიარება, უბრალოდ ბურთის გაგორება მსიამოვნებს", - ეს არის ლეგენდარული ალფრედოს ლეგენდარული სიტყვები.

სპეციალურად halamadrid.ge-სთვის
ავტორი:გიორგი ნაროუშვილი
მადლობთ ყურადღებისთვის dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)