პელეგრინის პრესკონფერენცია

მანუელ პელეგრინის ძალიან უნდა "მესტალიაზე" გამარჯვება და ცხრილში პოზიციის გაუმჯობესება...


ცოტა ხნის წინ ვან დერ ვაარტი ძირითადში გახლდათ. რას უნდა ველოდოთ მომავალ შეხვედრაში?

ვან დერ ვაარტმა ბევრ შეხვედრაში გაგვიწია დახმარება, მას ასევე შეუძლია მომავალ მატჩებშიც დაგვიდგეს გვერდით და სიამოვნება მოგვანიჭოს საკუთარი თამაშიდან. ჯერ–ჯერობით ყველაფერს კარგად აკეთებს. მან "ალმერიასთან" შემტევ ნახევარმცველად ითამაშა და პირადად ჩემზე დიდებული შთაბეჭდილება დატოვა.

ხალხი ლაპარაკობს, რომ უსამართლობაა რაულის სათადარიგო სკამზე ჯდომა... მისი გამოყენება ხომ ბოლო 45 წუთში მაინც შეგიძლიათ.

მე არ ვაპირებ ამ გამონათქვამს გამოვეხმაურო. რაულს ოჯახური საქმეები ჰქონდა მოსაწესრიგებელი და სწორედ ამიტომ ვერ ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. ელ კაპიტანოს გოგონა შეეძინა და კონცენტრირების მოხდენა ვეღარ შეძლო ფეხბურთზე. ის ძალიან დაღლილია. ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის და მისი მდგომარეობა არასოდეს არ შეიცვლება სამეფო კლუბში. რაული ითამაშებს ყოველთვის, როდესაც კარგ ფორმაში იქნება...

გუშინ თქვენ თქვით რომ, თუ "რეალი" "ბარსელონას" სტილში დაიწყებს თამაშს, ბერნაბეუ პროტესტს გამოხატავს ამაზე... რატომ ფიქრობთ ასე?

მე ნამდვილად ძალიან მომწონს "ბარსას" სტილი, მაგრამ ეს სამეფო კლუბია და ჩვენ საკუთარი სტილი უნდა შევქმნათ. კიდევ ერთი, კატალონიელები ჩვენი მეტოქეები არიან და თუ მოწინააღმდეგეს ვუყურებთ, დავიწყებთ მათი თამაშის გადმოღებას, ეს ულამაზო იქნება და თან წინ ვერ წავალთ. მე მადრიდის "რეალის" მწვრთნელი ვარ, აქ კი ყველაფერი მადრიდულად ხდება...

პელეგრინის პრესკონფერენცია

დიდი რისკია არა რონალდოს და კაკას გარეშე "ვალენსიასთან" თამაში?

ამაზე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ იმაში გამოგიტყდებით რომ კაკას და რონალდოს შეცვლა სხვა მადრიდისტებს ნამდვილად შეუძლიათ. ისინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ჩვენს გუნდში, მაგრამ მათ გარეშე თამაში რისკი ნამდვილად არ არის.

"ბარსელონას" და "რეალის" ვარსკვლავების გარეშე ხილვა, უკარგავს მათ თამაშს ჩვეულ ეშხს?

რა თქმა უნდა... გაცილებით სასიამოვნოა დიდი და ცნობილი ფეხბურთელების ხილვა მოედანზე, მაგრამ ასევე თავისი ხიბლი აქვს ახალგაზრდების თავგამოდებულ მოქმედებებს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან.

როგორ ფიქრობთ, "ბერნაბეუს" გულშემატკივარი, აპლოდისმენტებით შეხვდება "ბარსელონას", მათ მიმართ არასახარბიელო დამოკიდებულების გათვალისწინებით?

მე დარწმუნებული ვარ მადრიდელი გულშემატკივარი ნებისმიერ შემთხვევაში ჯენტლმენურად შეხვდება მარცხსაც და გამარჯვებასაც. ჩვენი ფანები ყველა მეტოქეს ღირსეული და დამსახურებული პატივით იღებენ "ბერნაბეუზე"...
პელეგრინის პრესკონფერენცია

თქვენ დამარცხდით ბარსელონაში, წააგეთ სევილიაში... როგორ ფიქრობთ შეიძლება "მესტალიაზეც" დამარცხდეთ?

რა თქმა უნდა არა. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რომ შეგვიძლია უძლიერესი მეტოქეების დამარცხება და კიდევ ერთი, თუ პესიმისტურად მივუდექით საქმეს, მართლაც წავაგებთ. ვიმედოვნებ, რომ "ვალენსიას" დავამარცხებთ და გავიუმჯობესებთ სატურნირო მდგომარეობას.

ვილა თუ ბენზემა?

ორივე უმაღლესი კლასის ფორვარდია, მაგრამ ჩემი მიზანი და მოვალეობა არ არის ვილას თამაშს ანალიზი გავუკეთო. ვფიქრობ რომ დავიდი მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მეგოლე, მაგრამ კარიმი მას არანაირად არ ჩამოუარდება.

ალბათ წუხართ იმის გამო რომ ვან დერ ვაარტმა, ნისტელროიმ და გაგომ, ამ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შეიძლება გუნდი დატოვონ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე სურთ წასვლა.

ამას მედია ავრცელებს, მაგრამ სინამდვილეში საქმე ასე ცუდად არ არის... თუ ისინი კარგ ფორმაში იქნებიან, აუცილებლად მოხვდებიან ძირითადში. არცერთ გუნდში არ მოუწევთ თამაში, თუ ცუდ ფიზიკურ ან მორალურ კონდიციებში იქნებიან... მათ შანსი ეძლევათ დამანახონ საკუთარი შესაძლებლობები. ჩემთვის ფეხბურტელის სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი მისი ფორმაა.

მეტსელდერი და ნისტელროი როგორ არიან?

ვიმედოვნებ რომ მალე გამოჯანმრთელდებიან, მემგონი შობის არდადეგების შემდგომ ისინი შეძლებენ მოედანზე დაბრუნებას.

როგორ ფიქრობთ, "რეალის" კაპიტნობა კასილასს და რაულს შორის გარდამავალია?

გარმადამავალი არ არის, რაული ფეხბურთიდან წასვლამდე ჩვენი კაპიტანი იქნება. მისი წასვლის შემდგომ კი ამ სტატუსს, რამოსი, გუტი ან კასილასი ჩაიგდებენ ხელში.


ინფრომაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 11 დეკემბერი 2009
  • 1476
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)