ტონი კროოსი - მადრიდის "რეალის" ახალი წევრი

გთავაზობთ ინფორმაციას ტონი კროოსის შესახებ.


ტონი კროოსი მადრიდის "რეალში" მსოფლიო ჩემპიონის წოდებით გადავიდა. ტონი გერმანიაში, კერძოდ გრაიფშვალდერში, 1990 წლის 4 იანვარს დაიბადა. იგი მიუნხენის ბაიერნმა აღზარდა და მისი დებიუტი ბუნდეს ლიგაში 2007 წლის სექტემბერში შედგა. მაშინ იგი 17 წლის 265 დღის იყო. ამ მაჩვენებლით კროოსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ბუნდეს ლიგაში იასპარეზა.

იმავე წელს ტონი კროოსი გერმანიის 17 წლამდელ ნაკრებთან ერთად გაემგზავრა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც შესანიშნავად იასპარეზა. მან გულშემატკივარს თავი იდეალური საგოლე გადაცემებით და გოლებით დაამახსოვრა. საბოლოო ჯამში ტონის 5 გატანილი ბურთი დაუგროვდა და იგი 17 წლამდელთა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამის შემდეგ "ბაიერნმა" კროოსი "ლევერკუზენში" გაუშვა ორი წლისთ (2008/2010). სადაც მან ცხრა გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბუნდეს ლიგაში ტონიმ 173 მატჩი ჩაატარა.

განსაკუთრებით წარმატებული იყო მიმდინარე წელი კროოსისთვის. იგი გახდა ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალის გამარჯვებული. ასევე მან წვლილი შეიტანა ნახევარფინალში მასპინძლების განადგურებაში (7-1). მუნდიალზე დაითვალეს კროოსის გადაცემები და აღმოჩნდა, რომ 85% ამ მაჩვენებლისა ზუსტი იყო. ტონიმ მსოფლიო ჩემპიონატზე 42-ჯერ მოახერხა მეტოქისთვის ბურთის წართმევა და საერთო ჯამში 82.6 კილომეტრი გაირბინა.

ტიტულები
1 მსოფლიო თასი (2014)
1 ჩემპიონთა ლიგა (2013)
1 კლუბური მსოფლიო თასი (2013)
1 უეფას სუპერ თასი (2013)
3 ბუნდესლიგა (2008, 2013, 2014)
3 გერმანიის თასი (2008, 2013, 2014)
2 გერმანიის სუპერ თასი (2010, 2012)
მესამე ადგილი 2010 წლის მსოფლიო თასზე
საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო თასზე U-17

საკლუბო ისტორია
მიუნხენის "ბაიერნი" (2010/2014)
ლევერკუზენის "ბაიერი" (2008/2010)
მიუნხენის "ბაიერნი" (2006/2008)
ჰანსა კოშტოკი (2002/2006)
გრაიფშვალდერი (1997/2002) dle 10.1

  • Junior
  • 17 ივლისი 2014
  • 2493
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)