ბომბარდირთა გუნდი

ამ სეზონში მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი გოლის გატანა მოახერხეს. ისინი მოედანზე ნამდვილ სპექტაკლებს დგამენ და გულშემატკივარიც აღფრთოვანებაში მოჰყავთ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ გუნდი ძალიან ძლიერია.


"რეალი" ლა ლიგაში გატანილი გოლების მიხედვით მეორე გუნდია. მადრიდელებს მეტოქეთა კარი 31–ჯერ აქვთ აღებული. მათ უსწრებთ "ბარსელონა", რომელმაც 35 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში.

ლა ლიგის 13 ტურში მანუელ პელეგრინის გუნდმა აჩვენა, რომ ფეხბურთი გუნდური სპორტია. ამის დამადასტურებელია ის, რომ "რეალის" დაცვას, ნახევარდაცვასაც და თავდასხმასაც გოლი აქვთ გატანილი. მადრიდელთა შემადგენლობის ყველა რგოლმა მოახერხა გოლის გატანა.

ბომბარდირთა შორის არიან კრისტიანო რონალდო და გონსალო იგუაინი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თამაში. მან ორი თვე ტრავმის გამო გამოტოვა. "პიპიტა" კი ბოძებულ შანსს იყენებს და ყოველ 109 წუთში გააქვს გოლი. მათ მოჰყვებიან ბენზემა 4 გატანილი გოლით, რაული და კაკა 3–3 გოლით. გუტისა და მარსელოს ორ–ორი გოლი აქვთ აქტივში, ხოლო ლასს, ნისტელროის, პეპეს, სერხიო რამოსს, გრანეროსა და პეპეს თითო გოლი აქვთ გატანილი.

ბომბარდირთა გუნდი



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 11 დეკემბერი 2009
  • 1874
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)