ვან დერ ვაარტი:"ძირითადისთვის ვიბრძოლებ"

უიღბლოდ დაწყებული სეზონის შემდეგ, რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოიპოვა მანუელ პელეგრინის ნდობა და გულშემატკივრის სიყვარული.


გილოცავთ კარგად ჩატარებულ მატჩს "მარსელის" წინააღმდეგ. ეს თქვენი ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი იყო მადრიდულ კლუბში?

ვფიქრობ, კი. რთული მატჩი იყო, მაგრამ ვიცოდით რა იყო საჭირო გამარჯვებისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე წელს პირველად გამოვედი სასტარტო შემადგენლობაში და მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობდი.

"ველოდრომზე" ნამდვილი ვან დერ ვაარტი იყო?

მსურს გავხდე საჭირო ფეხბურთელი ამ გუნდისთვის. მნიშვნელოვან პოზიციაზე ვთამაშობ და ბოლო მატჩებში თავს კარგად ვგრძნობ. რიტმში ვარ და ეს კარგია დიდი ხნის უთამაშებელი ფეხბურთელისთვის.

ვან დერ ვაარტი:"ძირითადისთვის ვიბრძოლებ"


კარგ ფორმაში იმყოფებით?

ბევრს ვვარჯიშობთ. სეზონის დასაწყისში საკუთარ შანსს ველოდი. მუდამ მსურს კარგ ფორმაში ყოფნა, რადგან მწვრთნელი მენდობოდეს.

რა გააკეთეთ, რომ მწვრთნელის ნდობა მოიპოვეთ?

ძალიან რთული იყო. ვიცოდი, რომ კაკას ტრავმის გამო ვთამაშობდი, მაგრამ მოთმინება მაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებ ძირითადში მოსახვედრად. მუხლჩაუხრელად ვმუშაობ და მწვრთნელი ამას ამჩნევს.

ბოლო თვეები თქვენთვის რთული იყო...

წინასასეზონო მზადება რთული იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა და ბედნიერი ვარ, რაც ჩემს თამაშზეც აისახება.

ვან დერ ვაარტი:"ძირითადისთვის ვიბრძოლებ"


გულშემატკივრისგან თანაგდომა მიიღეთ რთულ პერიოდში?

რა თქმა უნდა და ახლაც ვღებულობ. ახლა გულშემატკივარს უფრო სჯერა ჩემი და ასევე გუნდშიც.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვებით ისეთ გუნდებთან ჯახს გაექეცით, როგორებიც არიან "მანჩესტერი", "ჩელსი" და "არსენალი"...

ჩამოთვლილი გუნდები ძალიან შთამბეჭდავია. გაიხსენეთ ჩვენი მატჩები "ლივერპულთან". ყოველი გუნდი ამ ტურნირზე კარგად გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი დავიკავეთ, ეს არ არაფერს ნიშნავს.

18 დეკემბერს გაიმართება კენჭისყრა. რომელ გუნდთან გსურთ შეხვედრა?

მსურს ვეთამაშოთ ინგლისურ კლუბს (რაფაელმა ალბათ არ იცოდა, რომ "რეალი" ვერ დაუპირისპირდება ინგლისურ კლუბებს 1/8 ფინალში 008 )

ის, რომ მეორე მატჩს საკუთარ მოედანზე მართავთ დიდი პლუსია.

რა თქმა უნდა. შინ თამაში მუდამ მნიშვნელოვანია. ჩვენს გულშემატკივრებს სურთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩვენ ვითამაშოთ საკუთარ მოედანზე.

და უდაოდ გუნდი ოცნებობს ამ ფინალში თამაშზე.

დიახ. ეს სეზონი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იდეალური იქნებოდა "ბერნაბეუზე" გვეთამაშა ფინალში.

ვან დერ ვაარტი:"ძირითადისთვის ვიბრძოლებ"


ფაქტია, რომ "იუვენტუსის" და "ლივერპულის" გავარდნით დასტურდება ამ ტურნირის სერიოზულობა.

მართალია. ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოები თამაშობენ და ნებისმიერს შეუძლია გამარჯვება. "ბაიერნმა" დაამარცხა "იუვენტუსი" ტურინში 1:4. გამარჯვება ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეს შეგვიძლია.

შაბათს გელით მატჩი "ვალენსიასთან"...

"მესტალიაზე" "ვალენსიას" წინააღმდეგ თამაში მუდამ რთულია. ადგილობრივი ფანები მუდამ მხარს უჭერენ თავიანთ ფეხბურთელებს. გასულ სეზონში ამ სტადიონზე დავმარცხდით 0:3, მაგრამ წელს განსხვავებული გუნდი გვყავს.

რაზე მოგიწევთ ფიქრი "ვალენსიასთან" მატჩში?

მათ შესანიშნავი შემტევი ხაზი ჰყავთ ვილიას, მატასა და სილვას სახით. თუმცა ეს უკანასკნელი მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რა თქმა უნდა "ვალენსია" დიდებული გუნდია, მაგრამ ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებით და მოსაგებად ვიბრძოლებთ.


"რეალს" მოუწევს კრისტიანო რონალდოს გარეშე თამაში.

კრისტიანო – მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის, მაგრამ მის გარეშეც შევძლებთ მოგებას. ეს უკვე დავამტკიცეთ.

ვან დერ ვაარტი:"ძირითადისთვის ვიბრძოლებ"


რას ფიქრობთ კაკაზე? რა განსხვავებაა თქვენს შორის და შეგიძლიათ თუ არა ერთად თამაში?

კაკა – დიდებული მოთამაშეა და დიდი როლი აკისრია გუნდში, მაგრამ ჩვენში დიდი განსხვავებაა. ვწუხვარ, რომ ტრავმა მიიღო. რა თქმა უნდა შეგვიძლია ერთად თამაში.

რას ელით 2010 წლისგან?

მსურს ამ გუნდში დარჩენა და ვიყო მნიშვნელოვანი ფიგურა "რეალისთვის". ის, რაც მსურს 2010 წელს არის გამარჯვება ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 11 დეკემბერი 2009
  • 1653
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (63)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)