ჯარიმის ანატომია

ფეხბურთი, ეს არის ულამაზესი სპორტი, რომელშიც ვლინდება მოთამაშის ადამიანური და საფეხბურთო დონე... მოდით ვისაუბროთ ამ სპორტის ერთერთ მნიშვნელოვან ასპექტზე, სტანდარტული მდგომარეობის ნაყოფიერად გამოყენებაზე. ფეხბურთელი, რომელიც კარგად ასრულებს საჯარიმო დარტყმებს, ესეიგი ის საკმაოდ გონიერი ადამიანი და ძლიერი ფეხბურთელია. მადრიდის "რეალმა" კი ორი ვუნდერკინდი და "მანჩესტერის" გული შეიძინა სხვადასხვა წლებში, ჯერ დევიდ ბექემი და ახლა კრიშტიანო რონალდო. ეს მოთამაშეები დიდებულად ასრულებენ საჯარიმო დარტყმებს...


"როდესაც ვუყურებ რონალდოს თამაშს და მის მოქმედებებს მოედანზე, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მას ჯარიმის გატანა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. როდესაც ის სტანდარტულ მდგომარეობას ასრულებს, გულისცემა მემატება და ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს დარწმუნებული ვარ, რომ გოლი გავა მეტოქის კარში. საჯარიმო დარტყმები–ეს თამაშის დროს უმნიშვნელოვანესი მომენტია, გუნდი რაც არ უნდა ცუდად ასპარეზობდეს, სტანდარტულ მდგომარეობას შეუძლია ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალოს შეხვედრის მიმდინარეობაში. კრიშტიანო ძალიან ბევრს მუშაობდა და ეხლაც ვარჯიშობს ჯარიმების კარგად შესრულებაზე... ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს გუნდში თამაშობს."–ალექს ფერგიუსონი. როდესაც რონალდო "მანჩესტერში" თამაშობდა.

რონიმ ჩემპიონთა ლიგაზე 6 გოლი შეადგო მეტოქეთა კარის ბადეში და აქედან სამი მან საჯარიმო დარტყმით გაიტანა. და რა სჭირს მას ლა ლიგაში?, კრიშტიანოს ჯარიმა არ შეუგდია პრიმერაში... საქმე ბურთების ხარისხში მდგომარეობს, ჩემპიონთა ლიგაზე "Nike T-90 Ascente"–ით თამაშობენ, ხოლო ლა ლიგაში "Adidas Finale 9"–ით. როგორც სჩანს რონალდოსთვის უკეთესი, "ნაიკია".

პორტუგალიელს სტანდარტის შესრულების საკუთარი საიდუმლო აქვს, რომლის გამოყენებაც მხოლოდ მას შეუძლია... სხვა ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დაარტყავს კარგად ჯარიმას რონალდოს სტილში. "სამი ნაბიჯი უკან, 45 გრადუსით ბრუნი მარჯვნივ, ერთი ძლიერი ჩასუნთქვა, გამორბენი, ფეხის ტერფი ბურთის შუა წერტილიდან რამოდენიმე სანტიმეტრით მარცხნივ ხვდება და გადის გოლი..."

დიეგო ალვეშმა, რომელიც გახლავთ "ალმერიას" გოლკიპერი, ასეთი კომენტარი გაუკეთა კრიშტიანოს ჯარიმებს:"სახიფათო სტანდარტული მდგომარეობა მადრიდელებს ერთხელ შეექმნთან მთელ თამაშში და ის ერთიც რონალდომ კარში დაარტყა... როდესაც ბურთი გამოემართა ჩემსკენ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს სცდებოდა კარს, მაგრამ მოულოდნელად მოიჭრა... იმ მომენტში ძალიან გამიმართლა და მოვიგერიე მისი დარტყმა. პორტუგალიელი მართლაც საუკეთესოდ ასრულებს ჯარიმებს, რაც კი ოდესმე მინახავს."

ალვეშმა ისიც დაამატა, რომ მას შეხება ჰქონდა დევიდ ბექემთან, რომელიც "ჯარიმის მეფედ" არის აღიარებული, მაგრამ რონალდოსნაირად მაინც ვერავინ ასრულებს სტანდარტებს. "როდესაც ბექემმა დამირტყა ჯარიმა, ბურთის ტრაექტორია კარგად გამოჩნდა, მისი მოგერიება ვერ შევძელი, მაგრამ შემეძლო აღება... რაც შეეხება კრიშტიანოს, მისი დარტყმული ბურთის ტრაექტორიას ვერანაირად ვერ გამოიცნობ, იგი ჯარიმას პენალტივით ასრულებს, ანუ თუ კარში წამოვიდა მისი ნასროლი ფორტუნაზე გათვლით ცდილობ მოგერიებას."
ჯარიმის ანატომია
მარკ ჰიუზი:"რონალდო უბრალოდ ტალანტია, მის მოქმედებებს მოედანზე აღფრთოვანებაში მოვყავარ და სრულიად მაჯადოებს. მე არ მახსოვს კრიშტიანოს ჩაგდებული თამაში, ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის თავდაუზოგავად. აი როდესაც ჯარიმა ინიშნება მეტოქის კარისაკენ, მაშინ 80%–ით გოლკიპერი გოლისთვის განწირულია."

ჰიუზმა დაამატა, რომ პორტუგალიელი ყველაზე დიდებულად ასრულებს სტანდარტებს, ვინც კი მას ოდესმე უნახავს."რონი ყველაზე ლამაზად ასრულებს სტანდარტებს ვინც კი ოდესმე მინახავს, მის სტილში ბევრი ცდილობს ფონს გასვლას, მაგრამ მისნაირად ამას ვერავინ შეძლებს..."


ავტორი: KevlishA dle 10.1

  • kevlisha
  • 10 დეკემბერი 2009
  • 5342
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)