ბუტრა: "ის საუკეთესო იყო, ვინაიდან მასში უამრავი ფეხბურთელის თვისება გახლდათ"

ბუტრა, პირი, იერო, კამაჩო, ამანსიო გამოემშვიდობნენ დი სტეფანოს


ბუტრაგენიო: "მან შეცვალა კლუბის ისტორია. "მადრიდის რეალი" დღეს ასეთი მისი დამსახურებითაა და ჩვენი გულისტკივილი ყველასთვის ამიტომაცაა გასაგები. მე ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ყველაზე ახლობელი დავკარგე და ცხოვრებაში რაღაც მაკლია, ვინაიდან ალფრედო იყო ის ადამიანი, რომელმაც მე პირველ გუნდში თამაშის საშუალება მომცა და მუდამ კარგად მექცეოდა. ძალიან დავალებული ვარ მისგან. მე მისი თამაში არ მინახავს, მაგრამ ჩარლტონს და ბეკენბაუერს რომ ვესაუბრებოდი, მუდამ იხსენებდნენ მის თამაშს. ვამბობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ვინაიდან მას თავის თავში ჰქონდა ყველა ის თვისება, რაც საუკეთესო ფეხბურთელებს აქვთ. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია ალფრედო დი სტეფანო."

პირი: "მას ვერცერთი ფეხბურთელი ვერ შეედრება მსოფლიოში. მარადონა, კრუიფი და მესი შეიძლება კარგები არიან, მაგრამ ისინი უფრო ინდივიდუალისტები გახლავან, დი სტეფანო კი ყველაფერი ერთად იყო. ის ყველგან იყო. თამაშობდა დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც და ცენტრ ფორვარდადაც. პელე საერთოდ ვერ შეედრება მას. პელე ცენტრ ფორვარდი გახლდათ და ხშირად ბომბარდირიც იყო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, რომ ერთი ოჯახი ვართ. ჩვენ ძმები ვიყავით, ვინაიდან ჩვენი მამა ბერნაბეუ გახლდათ , რომელიც 1978 წლის მსოფლიო თასისას გარდაიცვალა. ის ფანტასტიკური, ძლიერი, სიმპატიური და უდიდესი იუმორის გრძნობის მქონე ადამიანი გახლდათ. მე მაშინ დავიწყე, როცა ის ასრულებდა. მითამაშია მის წინააღმდეგ და მუდამ გამოვხატავდი გაოცებას. ის, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც საუკეთესო გახლდათ."

იერო: "ის "მადრიდის რეალის" სახეა. მან ფეხბურთი შეცვალა და მას ახალი სახე მიანიჭა. ის "მადრიდის რეალის" დროშაა, მისი ღირებულებები და მისი უდიდებულესობაა. მან კლუბის ისტორია შეცვალა და ჩვენ, უბრალო ხალხს მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. დი სტეფანო ბოლო წუთამდე "მადრიდის რეალის" გვერდით იყო და ასე იქნება იმ სამყაროშიც."

კამაჩო: "პირღია დავრბოდი მოედანზე, როცა მის თამაშს ვუყურებდი. დი სტეფანო ძლიერი ფეხბურთელი და უდიდესი პიროვნება გახლდათ."

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 9 ივლისი 2014
  • 1805
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)