მადრიდში „ცხრიანის“ გაუქმებაზე უნდა დაფიქრდნენ

„ალფრედო დი სტეფანო განასახიერებს მადრიდის „რეალს“ - პერესი ამ სიტყვებმა, მილიონობით მადრიდისტას გული აუჩუყა.


შეგვიძლია ვიდავოთ, არის თუ არა დი სტეფანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ან მოიაზრება თუ არა სამეულში მაინც, თუმცა ფაქტი ერთია, მან შექმნა სამეფო კლუბის ისტორია და სპორტის აღნიშნულ სახეობაში, პირველი, ყველაზე სრულყოფილი მოთამაშე გახლდათ.

ალფრედოს ნებისმიერ პოზიციაზე შეეძლო ბურთის გაგორება და გუნდისათვის სარგებელის მოტანა.რომ არა ასეთი უნიკალური თვისებები და საოცარი თამაში, ევროპის თასები, ესპანეთის ჩემპიონობა და „ოქროს ბურთები,“ ნამდვილად არ მოვიდოდა.

„თეთრი“ სულით, თავგანწირვითა და უსაზღვრო მოტივაციით, „რეალს“ მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბის წოდება მოუხვეჭა.

ყოველივე ამის შემდეგ, Marca-ს ჟურნალისტს დაებადა კითხვა, ნუთუ, ეს დიადი პიროვნება არ იმსახურებს იმას, რომ „ბლანკოსმა“ ცხრა ნომრიანი მაისური ამოიღოს გამოყენებიდან, როგორც თავის დროზე ეს გააკეთეს „აიაქსის,“ „ნაპოლის,“ „ინტერისა“ და შალკეს მესვეურებმა, შესაბამისად, კრუიფის, მარადონას, ძანეტისა და რაულის შემთხვევებში.

ალბათ, ნამდვილად დასაფიქრებელია მადრიდული გამოცემის მიერ დაყენებული საკითხი.დი სტეფანო საუკეთესოა კლუბის ისტორიაში და მისი სახელის უკვდავსაყოფად, ყველაფრის გაკეთებაა დასაშვები.

თქვენ რა აზრის ხართ? dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)