სჭირდება რეალს ხამეს როდრიგესი?

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, დიდ ინტერესს იჩენს ხამეს როდრიგესის მიმართ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 6-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი და საკმაოდ ეფექტური თამაშით გამოირჩეოდა...


როდრიგესის ტალანტში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ იბადება კითხვა : "სჭირდება "რეალს" ხამესის პერსონა"? სამეფო კლუბს წინა ხაზში პრობლემა არ აქვს, რადგან შემტევი ტრიო ბეილის, კრიშტიანოსა და ბენზემას სახით იდეალურია, ამასთან ერთად დიდი შანსია ბენზემას რადამელ ფალკაოს სახით გამოუჩნდეს კონკურენტი.

ნახევარდაცვაში ლუკა მოდრიჩი უკონკურენტოა, იგივეს თქმა შეიძლება ანხელ დი მარიასა (თუ არ წავიდა) და ჩაბი ალონსოზე. ამასთანვე ტონი კროოსის ტრანსფერი სულ უფროდაუფრო რეალური ხდება.

სად უნდა ითამაშოს როდრიგესმა? ამ კითხვას პასუხი კარლო ანჩელოტიმ უნდა გასცეს, თუმცა ნამდვილი საცოდაობა იქნება თუ კოლუმბიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე დაჯდება.

ბეილს და რონის სრულფასოფანი შემცვლელი სჭირდებათ, ამის გაკეთება ხამესს თავისუფლად შეუძლია, მაგრამ ამ ფეხბურთელის საქმე რეზერვში ყოფნა არ არის. თანაც არ დაგვავიწყდეს ხესე, რომელმაც გასულ სეზონში მადრიდელთა გულები დაიპყრო და ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა "კანტერანო" კვლავ სრულფასოვნად შეცვლის გარეთსა და ოქროს ბურთის მფლობელს.

ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ისკო ალარკონი, რომელსაც საკმაოდ ნათელი მომავალი აქვს, მაგრამ მისი განვითარება სათადარიგოთა სკამიდან ვერაფრით მოხერხდება.

ტრანსფერთან დაკავშირებით მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა რამდენად სჭირდება და გამოადგება კოლუმბიელი ამომავალი ვარსკვლავი რეალს მეორე საკითხია. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდია. dle 10.1

  • Hala
  • 5 ივლისი 2014
  • 4948
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)