ბეილი: "კარდიფისთვის სუპერთასს დიდი მნიშვნელობა აქვს"

გარეთ ბეილი UEFA.com-ს ესაუბრა, სადაც სუპერ თასის კარდიფში გამართვის საკითხსაც შეეხო.


რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა პერსპექტიული უელსელი ფეხბურთელებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების პირისპირ ხილვა?

რა თქმა უნდა, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ქალაქისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასეთი დიდი მნიშვნელობის ღონისძიებისთვის მართლაც დიდი ხანია, რაც არ გვიმასპინძლია და ის აუცილებლად წაადგება ქალაქს. ჩემი აზრით, ეს დაანახებს ყველას, რომ უელსურ ფეხბურთს დიდი მომავალი აქვს.

რას უნდა ელოდნენ გულშემატკივრები, როცა კარდიფში ჩავლენ?

ალბათ ცივ ამინდს! არა, ეს მართლა ლამაზი ქალაქია. დიდი მოლოდინი არსებობს, ბოლო ხუთი-ათი წლის მანძილზე ქალაქმა დიდი პროგრესი განიცადა. დრამატულად განვითარდა ქალაქი. რა თქმა უნდა, ქალაქი ცნობილი სარაგბო ტრადიციით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ "კარდიფ სიტი" და "სუონსი" პრემიერ ლიგაში გამოდიან, რამაც უელსური ფეხბურთი უფრო განავითარა. ესაა ქალაქი, რომელიც ვითარდება და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

კარდიფიდან არც თუ ისე შორის არის ნიუპორტი, უელსის ფეხბურთის ასოციაციამ ახალი ტექნიკური ცენტრი ააშენა. თქვენი აზრით, რა გავლენა ექნება ამას უელსური ფეხბურთის მომავლისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისთვის?

ფანტასტიკურია, როცა ასეთი ბაზა გაქვს. ჩემი აზრით, ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა უნდა გამოიყენოს ის და რა თქმა უნდა, ჩვენი საკუთარი სამწვრთნელო კომპლექსის ქონა ძალზედ მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა. ყველა დიდ საფეხბურთო ქვეყანას აქვს ესეთი ტიპის ბაზები და ეს ახალი სისხლია უელსურ ფეხბურთში. გვინდა გავაგრძელოთ განვითარება და უკეთესები გავხდეთ და იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო დონეზე წარმატებებს მივაღწევთ.

ფიქრობთ, რომ ასეთი ცენტრის ქონა ავტომატურად აისახება ეროვნული ნაკრების კარგ თამაშზე?

დიახ, ეს ყველაფერს გააუმჯობესებს. 15-იანებიდან მოყოლებული, პირველი ნაკრებით დასრულებული ყველა გამოიყენებს მას და იმედი გვაქვს, კარგ შედეგებს მოგვცემს. dle 10.1

  • shvela
  • 3 ივლისი 2014
  • 2148
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)