კარლოსი : "ხამესი რეალში? ფლორენტინოს კითხეთ"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა, რომელმაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბრწყინვალე თამაშის შედეგად მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, ხამეს როდრიგესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი სამეფო კლუბში ხილვა ძალიან გაუხარდება...


"ხამესი უდიდესი ფეხბურთელია, იგი დღევანდელ დღეს ყველას უმტკიცებს, რომ პერსპექტივა აქვს."

"საფრანგეთს ერთ-ერთი მაღალი რანგის ჩემპიონატი აქვს და იქ თავის გამოჩენა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მინდა გითხრათ, ხამესს ყველა ის მონაცემი აქვს, რომელიც მას საუკეთესოს გახდის."

"მონაკო ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, ამ კლუბში დიდი ინვესტიციები ჩაიდო, რომელიც ნელ-ნელა გამოიღებს შედეგს, არ ვიცი შეინარჩუნებს თუ არა ეს გუნდი როდრიგესს."

"ხამესი რეალში? გამორიცხული ნამდვილად არაფერი გახლავთ, რადგან ფლორენტინო პერესისთვის შეუძლებელი აბსოლუტურად არაფერია."

"არ შემიძლია არ შევეხო იკერ კასილასის თემას, რომელსაც ბევრმა ხაზი გადაუსვა. ლეგენდარულ ფეხბურთელებს ასე არ ექცევიან, ჩემთვის ის კვლავაც პირველ კიპერად რჩება, დარწმუნებული ვარ 4-5 წლის მანძილზე ის უმაღლეს დონეზე იასპარეზებს, რადგან ნამდვილად არ არის იმ ასაკში, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე იფიქროს." dle 10.1

  • Hala
  • 30 ივნისი 2014
  • 2579
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)