სტივ მაკმანამანი : "რეალისთვის ფალკაო ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია"

მადრიდის "რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სტივ მაკმანამანმა განაცხადა, რომ რადამელ ფალკაო სამეფო კლუბის უცვლელი წევრი გახდებოდა...


"ვთვლი, რომ მონაკოს კოლუმბიელ ფორვარდს უდიდესი შესაძლებლობები აქვს, მას არაერთხელ დაუდასტურებია, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, თუმცა ეს ყველაფერს არ ნიშნავს. მინდა აღვნიშნო, რომ რადამელი წლების მანძილზე მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა და სწორედ იქ გაითქვა სახელი, აქედან გამომდინარე მას ესპანეთში თამაში მშვენივრად შეუძლია და ადაპტაციის გავლისთვის უმოკლესი დრო დასჭირდება."

"სამეფო კლუბის თამაშებს ინტენსიურად ვადევნებ თვალს და მინდა გითხრათ, ძველ "ბლანკოსსა" და ახალს შორის დიდი სხვაობა არ არის, ზეწოლა მაშინაც დიდი იყო, ანალოგიური სიტუაციაა ახლაც, ფეხბურთელთა ბრძოლისუნარიანობა კი მადრიდში ძალიან ფასდება, იქ ყოველთვის სხვას უნდა დაასწრო და მოწოდების სიმაღლეზე იდგე, სხვაგვარად წარმატებას ვერ მიაღწევ."

"იმ შემთხვევაში თუ ფლორენტინო პერესი ფალკაოს შეიძენს, "ბლანკოსს" კარიმ ბენზემასთან ერთად უმაღლესი დონის წინახაზელი დაემატება, რომელიც კლუბს დიდ სამსახურს გაუწევს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება." dle 10.1

  • Hala
  • 27 ივნისი 2014
  • 2275
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)