რონალდუ - მადრიდისტობის 5 წელი

2009 წლის 26 ივნისს, დონ ფლორენტინომ, ბევრი მადრიდისტას ოცნება რეალობად აქცია.


ფეხბურთის უპრეცედენტო თანხის გადახდით, "რეალმა" პორტუგალიელი ვარსკვლავი "გაათეთრა."

თავდაპირველად, ქომაგთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებდა კრიშტიანუს ახალ ნაბიჯებს.ფიქრობდნენ, რომ მისი კარიერის საუკეთესო წლები უკან იყო, თუმცა "ელ ფერარიმ" წარმოუდგენელი ბურთაობა შეთავაზა სპორტის ამ სახეობის მოყვარულთ.

განვლილი 5 წლის განმავლობაში, მან 253 გოლი მოაგროვა 243 შეხვედრაში (172 პრიმერაში, 52 ჩ/ლიგაზე, 20 სამეფო თასზე და 3 ესპანეთის სუპერ თასზე) და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ სანტილიანას (290 გოლი), დი სტეფანოსა (308) და რაულს (323) ჩამორჩება.

აღნიშნულ პერიოდში, რონალდუს გოლაობის დახმარებით, მადრიდელებმა თითო-თითოჯერ პრიმერა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი, ხოლო ორჯერ "კოპა დელ რეი" იგდეს ხელთ.

რაც შეეხება ინდივიდუალურ მიღწევებს, მადეირელი "ოქროს ბურთს," "პიჩიჩისა" (ორჯერ) და "ოქროს ბუცს" (ორჯერ) დაეუფლა.

ამასთანავე, მის ანგარიშზეა არა ერთი რეკორდი, რომელთაგანაც ყველაზე გამოსარჩევია, ჩ/ლუგის ერთ სეზონში შეგდებული ბურთების რაოდენობა -17. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)