პელეგრინი მადრიდისტებს გამარჯვებას ულოცავს

პელეგრინი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია "მარსელთან" გამარჯვებით, ასევე გუნდის ერთსულოვანი მოქმედებით თამაშის ყველა ასპექტში...


"ამ მატჩისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით, მართლაც რთული შეხვედრა შედგა "ველოდრომზე"... შრომა დაგვიფასდა და მივაღწიეთ გამარჯვებას. მარსელის "ოლიმპიკი" ძალიან ძლიერი კლუბია. მადრიდისტებმა დიდებული ფეხბურთი აჩვენეს, ჩვენ პირველივე წუთიდან ვდომინირებდით მოედანზე. რონალდოს სწრაფმა გოლმა კი ჩვენი შემდგომ ეტაპზე გასვლის საკითხი საბოლოოდ გადაწყვიტა."

"კრიშტიანომ შაბათს წითელი ბარათი მიიღო, ის გამოტოვებს "მესტალიაზე" ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, მაგრამ მთავარი ისაა რომ რონი არ დაითრგუნა ასეთი ცუდი შემთხვევით და გუშინ დიდებულად იასპარეზა. ყოველთვის ვიცოდით, რომ რონალდო ნამდვილი პროფესიონალი იყო, მან ამ დებულებას "მარსელთან" შეხვედრაში ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. ის სულ ახლახანს დაგვიბრუნდა და უკვე ასეთ ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებშია, მან ორი გოლის გატანა შეძლო, რამაც იგი ფსიქოლოგიურად განამტკიცა და თავდაჯერებულობა შემატა."

"მარსელოს და ლასანა დიარას ყვითელი ბარათები ჰქონდათ, დიდი საშიშროება იყო მიეღოთ გაფრთხილება და გამოეტოვებინათ მერვედ ფინალი, მაგრამ საბედნიეროდ დიდებულად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და მომავალ მატჩებშიც დაგვეხმარებიან."

"რონალდომ კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ უნიკალური ფეხბურთელია, გუშინ ის შეტევის ყველა ასპექტში თამაშობდა და ყველა მისია დიდებულად შეასრულა. ასევე მომეწონა იგუაინის და ბენზემას თამაშიც. ბევრს ვცდილობ რომ შეტევაში თავისუფლება მივანიჭო ამ მადრიდისტებს, რადგან შეუჩერებელნი გახდნენ. კრიშტიანოსთან ერთად გუნდი გაცილებით უფრო კარგად თამაშობს, ის საუკეთესოა მსოფლიოში..."

"სამეფო კლუბს ყოველთვის ინდივიდუალისტი ფეხბურთელები ჰყავდა, რომლებიც გუნდურად თამაშობდნენ. ძალიან ბევრჯერ მივმართე ფეხბურთელთა როტაციას და როგორც იქნა აღმოვაჩინე საუკეთესო ტაქტიკა, რომელიც ზუსტად ერგება მადრიდის "რეალს". ჩემს შეგირდებს უკვე "ალემრიასთან" შევატყვე, რომ მოვიგებდით "ველოდრომზე", იმ მატჩში გამარჯვებამ საკუთარ ძალებში დაგვარწმუნა და გვაჩვენა, რომ თამაშის შემობრუნება თავისუფლად შეგვიძლია."

"მადრიდის "რეალიც" და "მარსელიც" კარგი გუნდები არიან, მაგრამ მათი შედარება არ შეიძლება. ესპანელები უფრო ძლიერნი და ტიტულოვანები არიან, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა, სადაც მჯობზე მჯობი არ დაილევა. რომელი გუნდიც იფიქრებს, რომ ადვილი მეტოქე ჰყავს, ის ყოველთვის დამარცხდება, რაც არ უნდა დიდებული კლუბი იყოს."

"მართლაც კარგად ვითამაშეთ. სამი გოლის გატანა მოვახერხეთ გააფთრებული "მარსელის" კარში, რომელიც შემდგომ ეტაპზე გასასვლელად სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა... ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "ოლიმპიკს" რამოდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მათ დაძაბულობამ სძლიათ და ვერ გამოიყენეს მომენტები."


ინფრომაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 9 დეკემბერი 2009
  • 2876
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)