ალბიოლის და პეპეს კომენტარები

"მარსელთან" გამარჯვების შემდეგ მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველებმა რაულ ალბიოლმა და პეპემ კომენტარები გააკეთეს.


რაულ ალბიოლი: "გახარებული ვარ გამარჯვებით"

"დღეს მე გავიტანე პირველი გოლი "რეალის" მაისურით. ძალიან ბედნიერი ვარ გუნდის გამარჯვებით".

"რთული მატჩი იყო. გვსურდა "ველოდრომზე" გამარჯვება და მოვიგეთ კიდეც".

"ფრანგებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს. მათაც სურდათ გამარჯვება და ამისთვის ძალიან ბევრს ბრძოლობდნენ".

"პირველი გოლი ჩემს ქალიშვილს მივუძღვენი. ამის გამო მოხარული ვარ. ყველა გოლს მას მივუძღვნი".

ალბიოლმა ასევე "ვალენსიასთან" თამაშზე და კრისტიანო რონალდოს არყოფნაზეც ისაუბრა. "კრისტიანოს არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ მის გარდა გვყავს უმაღლესი კლასის მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ მისი ღრსეული შეცვლა".

პეპე: "ყველას ვაჩვენეთ, რომ საუკეთესოები ვართ"

"მთავარი იყო გამარჯვება და მოვიგეთ კიდეც. რთული შეხვედრა იყო. მეტოქე ძალიან ბევრს ბრძოლობდა, მაგრამ კარგი თამაში ვაჩვენეთ და არ მივეცით ფრანგებს კარგი თამაშის საშუალება. ყველას ვაჩვენეთ, რომ საუკეთესოები ვართ".

"დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო".

"ახლა მთლიანად "ვალენსიაზე" ვართ კონცენტრირებულნი. აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა გავაგრძელოთ ჩემპიონობისთვის ბრძოლა. რთული იქნება, მაგრამ შეგვიძლია მოგება".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

" dle 10.1

  • faqo
  • 9 დეკემბერი 2009
  • 3140
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)