კრისტიანო რონალდო: სრული სატრანსფერო საგა

მინდა შემოგთავაზოთ განახლებული მადრიდის რეალის ერთ-ერთი ლიდერის სრული სატრანსფერო საგა. ერთ სტატიაში გავაერთიანო და შევახსენო გულშემატკივარს როგორ მიმდინარეობდა მისი ესპანურ გრანდში გადმობირება.


27 იანვარი 2007 წელი სერ ალექს ფერგიუსონი: "ჩვენ ვყიდდით და მომავალშიც გავყიდით ფეხბურთელებს თუ ეს კლუბს გამოადგება, მაგრამ რონალდო არის ის ფეხბურთელი, რომელიც არასოდეს დატოვებს მანჩესტერ იუნაიტედს!"

29 იანვარი 2007 წელი რონალდო: "მე უკვე ვიცი, რომ ჩემით ინტერესდება მადრიდის რეალი, თუმცა ამის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. მე უკვე განვიხილე ეს საკითხი სერ ალექსთან და კარლოშ კეირუშთან."

6 თებერვალი 2007 წელი ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტი: "ჩვენი ფინანსური მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევიძინოთ კრისტიანო რონალდო."

9 თებერვალი 2007 წელი ფერგიუსონი: "მადრიდის რეალის და ბარსელონას სტადიონები მხოლოდ დიდი მატჩების როს არის შევსებული. ოლდ ტრაფორდი კი ნებისმიერი მატჩისას."

15 თებერვალი 2007 წელი ლისაბონის სპორტინგის ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელმა განაცხადა, რომ მადრიდის რეალმა უარი განაცხადა რონალდოს შეძენაზე 2003 წელს.

16 თებერვალი 2007 წელი ფერგიუსონი: "რონალდო არ იყიდება!"

19 თებერვალი 2007 წელი ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მანჩესტერ პორტუგალიელ ვარსკვლავში 35 მილიონი ფუნტი შესთავაზა.

8 მარტი 2007 წელი რონალდო: "ყველამ იცის რომ ძალიან მიყვარს ესპანეთი, და ერთ დღეს დიდი სიამოვნებით გადავბარგდებოდი სათამაშოდ იქ. მიუხედავად ამისა მე მოხარული ვარ მანჩესტერში ასპარეზობით და ეს ყველაფერი მე მაკმაყოფილებს."

21 მარტი 2007 წელი რონალდო: "მე ვფიქრობ მხოლოდ მანჩესტერზე და არ ვაპირებ კლუბის დატოვებას. არაფრით არ განვსხვავდები სხვა ფეხბურთელებისგა, ვცდილობ ვითამაშო კარგად და დავეხმარო კლუბს."

13 აპრილი 2007 წელი რონალდომ მანჩესტერთან ახალ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

11 იანვარი 2008 წელი დევიდ გილი: "რონალდო მანჩესტერს არ დატოვებს, რაც არ უნდა დიდი თანხა შემოგვთავაზონ მასში!"

22 იანვარი 2008 წელი რონადლოს დედა: "ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი შვილი რეალში ითამაშებს."

23 იანვარი 2008 წელი რეალის სპორტული დირექტორი პრედრაგ მიატოვიჩი: "როგორც ჩანს მისი შეძენის მინიმალური შანსიც კი არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდ ამოხარული ვიქნებით გუნდში გვყავდეს ისეთი დიდებული ფეხბურთელი როგორიც რონალდოა, თუმცა ის ასპარეზობს ისეთ გუნდში, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია და მისი დატოვება არც სურს."

2 აპრილი 2008 წელი შუსტერი: "მოდით შევხედოთ ყველაფერს რეალურად და ვაღიაროთ, რომ რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მადრიდის რეალს მისი გადმობირების შანსი ნამდვილად არ აქვს."

11 მაისი 2008 წელი მადრიდის რეალმის ხელმძღვანელობამ გნაცხადა, რომ მზად არის რონალდოში 100 მლნ ფუნტი გადაიხადოს.

16 მაისი 2008 წელი რონალდო: "მილიონჯერ განვაცხადე, რომ მაქვს ერთადერთი სურვილი - ვითამაშო ესპანეთში. ხანდახან, როდესაც ჩვენი ოცნებები არ სრულდება, მაგრამ მე იმის უფლება მაინც მაქვს, რომ ვიოცნებო. ამჟამად ბედნიერი ვარ მანჩესტერში, მაგრამ რა მოხდება მომავალში არავინ იცის.

20 მაისი 2008 წელი დევიდ გილი: "მას მანჩესტერთან კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებს და ვიმედოვნებ, რომ იგი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან."

23 მაისი 2008 წელი ფერგიუსონი: "მადრიდის რეალს ჰგონია, რომ ყველაფრის ყიდვას მოახერხებს ფულით, მაგრამ ესე არ არის!"

5 ივნისი 2008 წელი რონალდო: "მზად ვარ ვითამაშო მადრიდის რეალში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კლუბები მიაღწევენ შეთანხმებას ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით, ჩემზე არაფერია დამოკიდებული."

6 ივნისი 2008 წელი რონალდოს დედა: "ვიცი ის კარგად გრძნობს თავს ინგლისში და არ აპირებს მანჩესტერის დატოვებას."

7 ივნისი 2008 წელი ფერდინანდი: "მინდა რომ რონალდო დარჩეს და დაგვეხმაროს ტიტულების მოპოვებაში."

11 ივნისი 2008 წელი კალდერონი მზადაა რონალდოში ნებისმიერი თანხა გადაიხადოს.

16 ივნისი 2008 წელი ფიფა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას აფრთხილებს თვალ-ყური ადევნოს მადრიდის რეალის "საქმიანობას".

19 ივნისი 2008 წელი მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისინი ელოდებიან პირველი ნაბიჯის გადადგმას რონალდოსგან, რათა დაიწყონ აქტიური მოლაპარაკება მანჩესტერულ კლუბთან.

20 ივნისი 2008 წელი მანჩესტერ იუნაიტედი: "რონალდო არ იყიდება!!!"

22 ივნისი 2008 წელი შუსტერი: "ჩვენ მზად ვართ რონალდოში 100 მილიონი ევრო გადავიხადოთ"

5 ივლისი 2008 წელი კალდერონი: "როგორც ჩანს რონალდო კლუბის შეცვლას არ აპირებს..."

9 ივლისი 2008 წელი სეფ ბლატერი: "იუნაიტედმა რონალდოს კლუბის დატოვების საშუალება უნდა მისცეს..."

10 ივლისი 2008 წელი რონალდო ბლატერ დაეთანხმა.

20 ივლისი 2008 წელი რონალდო: "მე ვისაუბრე სერ ალექსთან და ჩემი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია."

21 ივლისი 2008 წელი დევიდ გილი: "მომდევნო ორი წლის მანძილზე რონალდოს გაყიდვის საკითხე არ განიხილება!"

5 აგვისტო 2008 წელი მადრიდის რეალმა შეიძინა ჰოლანდიელი ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ ვაარტი. კალდერონმა კი განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდის რეალი სხვა ფეხბურთელის დამატებას აღარ აპირებდა. რამოდენიმე საათის შემდეგ კი ფერგიუსონმა მანჩესტერის გულშემატკივრებს ახარა, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და რონალდო გუნდში რჩებოდა.

8 ოქტომბერი 2008 წელი რუუდ ვან ნისტელროი: "დარწმუნებული ვარ ერთ დღეს რონალდო მადრიდის რეალის კარებს შემოაღებს. ეს მოხდება ერთი ან ორი წლის შემდეგ."

10 დეკემბერი 2008 წელი შუსტერი: "ზაფხულში რონალდო რეალის ფეხბურთელი გახდება. ჩვენ ვაპირებთ კლუბში ახალი ფეხბურთელების მოყვანას და პორტუგალიელი ვარსკვლავი კვლავ ჩვენს გეგმებშია!"

18 დეკემბერი 2008 წელი მადრიდის რეალის დირექტორმა ტრაპოტემ განაცხადა, რომ მათ უკვე მოახერხეს შეთანხმების მიღწევა რონალდოსთან, თუმცა ამის ოფიციალურად დადასტურება ჯერ არ მომხდარა.

19 დეკემბერი 2008 წელი ფერგიუსონი: "როგორ ფიქრობთ მე გავყიდი ჩემს საუკეთესო ფეხბურთელს? თუ ასეა ძლიერ შემცდარხართ!"

1 იანვარი 2009 წელი რონალდო: "რასაც პრესა და ტელევიზია გამცნობთ სრული აფსურდია. მე ჯერ კიდევ მანჩესტერის ფეხბურთელი ვარ და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. მე ჩემს სახლში ვარ და მის დატოვებას არ ვაპირებ!"

16 იანვარი 2009 წელი კალდერონმა დატოვა რეალის პრეზიდენტის პოსტი არჩევნების გაყალბების გამო. ახალი პრეზიდენტობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კი ყველასთვის კარგად ცნობილი პერესი გახდა.

18 აპრილი 2009 წელი რონალდო: "მე ძალიან ბედნიერი ვარ და მსურს მოვიგო კიდევ უფრო მეტი ტიტული წითელ ეშმაკებთან ერთად."

5 მაისი 2009 წელი მიუხედავად რონალდოს განცხადებებისა, მანჩესტერის ხელმძღვანელობა ხვდებოდა რომ პორტუგალიელი ზაფხულში კლუბს დატოვებდა, ამიტომ მის შემცვლელის ძებნა დაიწყეს და მიუნხენის ბაიერნს რიბერიში 60 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

10 მაისი 2009 წელი რონალდოს მიმართ ინტერესი მანჩესტერ სიტიმაც გამოხატა.

27 მაისი 2009 წელი მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი დათმო ბარსელონასთან ანგარიშით 2:0, რაშიც რონალდომ ფერგიუსონი დაადანაშაულა არასწორი ტაქტიკის არჩევის გამო.

2 ივნისი 2009 წელი პერესი ოფიციალურად გახდა მადრიდის რეალის პრეზიდენტი ხელმეორედ და თავის შესავალ სიტყვაში ახსენა, რომ იგი აპირებდა კლუბის რეკონსტრუქციას, სადაც რონალდო ადგილი აუცილებლად მოიძებნებოდა.

11 ივნისი 2009 წელი მანჩესტერ იუნაიტედმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რონალდო გაყიდულია 94 მილიონ ევროდ მისი მომავალი ნავსაყუდელი კი მადრიდის რეალი გახდა.

12 ივნისი 2009 წელი რონალდომ მისი რეალში გადაბარგება ლოს ანჯელესში აღნიშნა.

26 ივნისი 2009 წელი რონალდომ ოფიციალურად მოაწერა ხელი 6 წლიან კონტრაქტს მადრიდის რეალთან და გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი. dle 10.1

  • SunSay
  • 9 დეკემბერი 2009
  • 3405
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (77)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)