„რეალი“ 5 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს

როგორც ცნობილია, სამეფო კლუბის ფეხბურთელები 14 ივლისს განაახლებენ ვარჯიშს.თავდაპირველად, ანჩელოტის განკარგულებაში ის ფეხბურთელები იქნებიან, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ მსოფლიო ჩემპიონატზე.


25 ივლისს, მადრიდელი მოთამაშეები ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღებენ გეზს, სადაც ტრადიციისამებრ, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე იასპარეზებენ.აღნიშნული გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, „თეთრებს,“ „ინტერთან,“ „მანჩესტერთან“ და „რომასთან“ მოუწევთ პაექრობა, ფინალში გასვლის შემთხვევაში, მათი მოწინააღმდეგე, „მილანი,“ „მან.სიტი,“ „ლივერპული“ ან „ოლიმპიაკოსი“ იქნება.

ამერიკული ტურნეს დასრულების შემდეგ, იტალიელის დამოძღვრილები ევროპის სუპერ თასისთვის დაიწყებენ მზადებას (12 აგვისტოს, „სევილიას“ წინააღმდეგ), ხოლო 16 აგვისტოს, პოლონეთის დედაქალაქში, „ფიორენტისასთან“ გააგორებენ ბურთს ამხანაგურად, რასაც 20 აგვისტოს, ესპანეთის სუპერ თასის პირველი შეხვედრა (განმეორებითი 27 აგვისტოს), ხოლო 24 აგვისტოს, პრიმერა დივიზიონის სადებიუტო მატჩი მოჰყვება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა აგვისტოშივე შედგეს „სანტიაგო ბერნაბეუს“ თასის პაექრობა „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ.

RealMadrid.Ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)