მადრიდისტების ფიასკო მუნდიალის გახსნით მატჩებში

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი მადრიდის რეალის ფეხბურთელებისთვის არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო...


დღევანდელმა შედეგმა, რომელიც პორტუგალიის ნაკრებმა გერმანიის გუნდთან დააფიქსირა (0:4), კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგანან.

კასილასი

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებმა ჰოლანდიის წინააღმდეგ ამაზრზენად ითამაშა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ კლუბისა და ნაკრების ლეგენდამ, იკერ კასილასმა მატჩი ძალიან ცუდად ჩაატარა და რამდენიმე გოლი სწორედ მისი შეცდომის გამო გავიდა. იკერისთვის ბრაზილიის ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო.

სერხიო რამოსი

ვიცე კაპიტანი ჰოლანდიასთან დაპირისპირებაში საკუთარ თავს არ ჰგავდა. პირველ რიგში გასახსენებელია მომენტი, როდესაც არიენ რობენმა არნახული სისწრაფე განავითარა და სწორედ რამოსის დაჯაბვნა მოახერხა, რაც ესპანელ ცენტრს ნამდვილად არ ეკადრებოდა, მისი შეცდომის გამო "ფურია როხა" არაერთხელ დაისაჯა.

პეპე

პორტუგალიის ნაკრებმა სულ რამდენიმე საათის წინ დათმო საკუთარი დაპირისპირება, სადაც კეპლერ პეპემ წითელი ბარათი მიულერის წინააღმდეგ არა სათამაშო ეპიზოდში, არამედ მომდევნო წაკინკლავების გამო მიიღო, დაცვის მესამე ნომერმა ბენტუს გუნდი ფაქტიურად გაწირა.

კრიშტიანო რონალდუ

უდავო ლიდერი და ძალიან მონდომებული მოთამაშე, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რონისთვის გერმანელებთან მატჩი ერთ-ერთი უსუსტესი იყო 2014 წელს, გარკვეულწილად ეს იმ დაზიანების ბრალიცაა, რომელიც წინახაზელს მუხლზე აწუხებს, თუმცა ალბათ მთელი პორტუგალია უნდა ხვდებოდეს იმას, რომ ტრავმიანი ფეხბურთლის თამაში, რაც არ უნდა საჭირო იყოს იგი, ძალიან სარისკოა.

მარსელო

მიუხედავად იმისა, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარის შეგირდებმა ხორვატები საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხეს და მარსელომაც საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა, უნდა აღვნიშნოთ ტურნირზე გატანილი პირველი გოლი, რომელიც მემარცხენემ საკუთარ კარში გაიტანა.

გარდა ზემოხსენებული ფეხბურთელებისა უნდა აღვნიშნოთ ფაბიო კოენტრაო და ჩაბი ალონსო, ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ლუკა მოდრიჩი, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებთან ვერ იმარჯვა და ფეხზე დაზიანებაც მიიღო.

მუნდიალის პირველი მატჩები წარმატებული გამოდგა სამი ხედირასთვის, მარსელო ვიეირასთვის (თუ არ ჩავთვლით ავტოგოლს) და ანხელ დი მარიასთვის, რომლებმაც გამარჯვება მოიპოვეს, იგივეს თქმა შეიძლება რაფა ვარანზე და კარიმ ბენზემაზე, ამ უკანასკნელმა გუშინ ჰონდურასის კარი დაბომბა. dle 10.1

  • Hala
  • 16 ივნისი 2014
  • 3123
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)