გერმანია 4-0 პორტუგალია

პაულო ბენტუს შეგირდებისათვის საშინლად დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი.


ქალაქ სალვადორში მდებარე საფეხბურთო არენაზე, გერმანელებისა და პორტუგალიელების დაპირისპირებაში, გულშემატკივრებმა 4 გატანილი გოლი იხილეს და ოთხივე ერთი გუნდის კარში.ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ თამაშის დებიუტში, მთავარმა მსაჯმა პენალტი მოიგონა ბუნდეს ნაკრების სასარგებლოდ, რომელიც ზუსტად შეასრულა მიულერმა.შემდეგ, ჰუმელსის თავურის წყალობით, ანგარიში ორამდე გაზარდეს ლიოვის დამოძღვრილებმა, ხოლო 37-ე წუთზე, სრულიად უსაფუძვლოდ, მოედნიდან გააძევეს პეპე და შესვენებამდე, „ბაიერნის“ შემტევმა დუბლიც გაიფორმა.

„თეთრები“ მეორე ტაიმშიც სრულად დომინირებდნენ და 78-ე წუთზე, მიულერმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა.აღსანიშნავია, რომ მათ რიგებში ნაყოფიერ გაისარჯა სემი ხედირა.ამ უკანასკნელმა, რონალდუსავით, 90 წუთი გაატარა საქმეში, რასაც ვერ ვიტყვით კოენტრაუზე, რომელმაც მეორე ნახევარში ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა.დიდი ალბათობით, კოე ვერც შემდეგ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)