კრისტიანო - ბომბარდირთა ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი

მადრიდის რეალის პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი, კრისტიანო რონალდო ყოველდღე ამტკიცებს იმას, რომ მასში გადახდილი კოლოსალური თანხა არ არის წყალში ჩაყრილი და იგი სამეფო კლუბის უდავო ლიდერია...


პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედანს უგოლოდ ძალიან იშვიათად ტოვებს. მას ძალიან უყვარს წინ თამაში და ლამაზი გოლების გატანა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს ტრავმა ჰქონდა, რამაც ხელი შეუშალა თამაშში, მაინც ვხედავთ , რომ იგი შეუდარებელია.

რონალდო ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია 6 გატანილი გოლით, ჯგუფურ ეტაპზე ახალგაზრდა ვარსკვლავმა შესაშნავი შედეგი აჩვენა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესი ფეხბურთელია.

უნდა აღინიშნოს, რომ "რონიმ" სულ 270 წუთი დაჰყო მოედანზე, ხსენებულ დროში 6 გოლის გატანა მართლაც ძალიან რთულია და ეს მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

ჩემპიონთა ლიგის 2009/10 სეზონის ჯგუფურ ეტაპს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს კრისტიანო რონალდოს სახით. მას მოსდევენ მაიკლ ოუენი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავს, მილოშ კრასიჩი, რომელიც "ცეესკას" წარმოადგენს და ედვინ ძეკო აწ უკვე გავარდნილი ვოლფსბურგის ფორვარდი. ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელებს 4-4 გოლი აქვთ გატანილი.

კრისტიანო - ბომბარდირთა ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი


წლევანდელი ჯგუფური ეტაპის ტოპ 10 გამტანთა სია კი შემდეგნაირად გამოიყურება

1.კრისტიანო რონალდო - 6 გოლი
2.მაიკლ ოუენი - 4 გოლი
3.მილოშ კრასიჩი - 4 გოლი
4. ედვინ ძეკო - 4 გოლი
5.დიდიე დროგბა - 3 გოლი
6.ადრიან მუტუ - 3 გოლი
7.გრაფიტე - 3 გოლი
8.ნიკოლას ანელკა 3 გოლი
9.ჰალკი - 3 გოლი
10.ფალკაო - 3 გოლი

ეხლა კი შემოგთავაზებთ ტოპ 10-ში შესულ ფეხბურთელთა დაყოფილ დროს მოედანზე

1.კრისტიანო რონალდო - 270 წუთი
2.მაიკლ ოუენი - 267 წუთი
3.მილოშ კრასიჩი - 532 წუთი
4. ედვინ ძეკო - 540 წუთი
5.დიდიე დროგბა - 270 წუთი
6.ადრიან მუტუ - 317 წუთი
7.გრაფიტე - 321 წუთი
8.ნიკოლას ანელკა 368 წუთი
9.ჰალკი - 461 წუთი
10.ფალკაო - 480 წუთი dle 10.1

  • Hala
  • 9 დეკემბერი 2009
  • 3287
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)