ზიზუ : "მოვა დრო, როდესაც ერთ-ერთი კაპიტანი ბენზემა გახდება"

კარლო ანჩელოტის თანაშემწის, ლეგენდარული ზინედინ ზიდანის განცხადებით, კარიმ ბენზემა მადრიდის რეალს კიდევ დიდი ხნის მანძილზე არ დატოვებს. მეტიც, ეს ფეხბურთელი ოდესმე კაპიტნის სამკლაურსაც მოირგებს...


"ბენზემა უკვე 5 წელიწადია მადრიდის რეალის ღირსებას იცავს, მან ფანებს თავი შეაყვარა და ეს მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია, თავდამსხმელი მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს, სამეფო კლუბს მისი სახით ღირსეული წინახაზელი ჰყავს."

"გასულ სეზონში ცხრიანმა არარერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერნაბეუზე გატანილი ბურთია, რომელიც ჩემმა თანამემამულემ მანუელ ნოიერის კარში მოათავსა."

"ბენზემა ჯერ-ჯერობით არ არის ისეთივე ლიდერი, როგორიც რამოსი, რონალდუ და სხვები არიან, თუმცა ის უდიდეს საქმე აკეთებს. იგივეს ვერ ვიტყვით საფრანგეთის ნაკრებზე, ჩემი აზრით კარიმის დონის ფორვარდი დიდიე დეშამს არ ჰყავს და მადრიდელსგან მაქსიმუმი უნდა მოითხოვოს."

"დარწმუნებული ვარ გავა წლები და მადრიდელი "ინჩასები" კარიმს კიდევ უფრო შეიყვარებენ და მოვა დრო, როდესაც ის ერთ-ერთი კაპიტანიც გახდება."

"მე ყოველთვის ინტენსიური ურთიერთობა მაქვს ფეხბურთელებთან. როდესაც მადრიდში მოვედი ბენზემა ძალიან ჩაკეტილი იყო, თუმცა ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ფორვარდი გახსნილიყო და თვითრეალიზაცია უკეთ შეძლებოდა. ახლა მას ენის ბარიერიც დაძლეული აქვს."

"მიხარია, როდესაც კარიმი ძმას მიწოდებს, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება და მიღწევაა." dle 10.1

  • Hala
  • 15 ივნისი 2014
  • 1842
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)