რამოსი: "ჯერ არაფერი დასრულებულა"

მადრიდის რეალის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ესპანეთი-ჰოლანდიის მატჩზე ისაუბრა.


ერთი დღის შემდეგ:
ფეხბურთი არის სპორტი, სადაც მუდამ უნდა იზრუნო წინ სვლაზე. გასახდელში ყოველთვის ვერთიანდებით და ერთმანეთს ანთებული ენთუზიაზმით ვუზიარებთ ემოციებს. ჰოლანდიასთან განცდილი მარცხი უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ ჩილეზე ვიფიქროთ.

დამნაშავე:
მართალია ძალიან ბევრი მაკრიტიკებს, თუმცა ეს ჩემს ფსიქოლოგიას ვერ დაამარცხებს. შეცდომა ყველას მოსდის და ამ შეცდომებზე სწავლა უმთავრესია. დროა იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და არა იმაზე, თუ ვისი დანაშაული იყო პირველი მატჩის წაგება.

გულშემატკივრები:
ფანებს იმედები გავუცრუვეთ, თუმცა ისინი იმედს არ კარგავენ და ბოლომდე ჩვენს გვერდით დგანან. მათი შეძახილები და გამხნევება ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. გულშემატკივრები გვენდობიან, რადგან ბოლო წლებში ჩვენ სასწაულები მოვახდინეთ და სწორედ ამიტომ ისინი ბოლომდე გვიგულშემატკივრებენ.

მეორე ტაიმი:
შეხვედრის მეორე ნახევარი ძალიან მძიმე გამოდგა. სილვას რომ გაეტანა მეორე, გოლი არ ვიცი შეხვედრა როგორ დასრულდებოდა. ეს იყო ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი მატჩი და დარწმუნებული ვარ შეცდომის გამოსწორებას მოვახერხებთ.

კასილასი:
ძალიან დიდი პრესინგი მოდის იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ძალიან დიდი ხანია ირიცხებიან. იკერ კასილასი გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას და იგი განაგრძობს თავდაუზოგავ შრომას, როგორც დანარჩენი ნაკრების მოთამაშეები.

ცვლილებები მეორე მატჩისთვის:
ჩემი აზრით, მთავარია ფიზიკურად მზად ვიყოთ. დანარჩენ საკითხებს მწვრთნელი მოაგვარებს. დარწმუნებული ვარ დელ ბოსკე შეძლებს ისეთი სქემის შემუშავებას, რაც ჩვენ წარმატებას მოგვიტანს.

ერას დასასრული:
არ ვიცი ეს ვინ თქვა, თუმცა მას არ ვეთანხმები. გულშემატკივრების 98% გვენდობა, რადგან მრავალი წელია უკვე ჩვენი გამარჯვებებით გულს იხარებენ და დანებებას არ აპირებენ. სამწუხაროა ერას დასასრულზე რომ საუბრობენ.

ღელვა:
ჩვენ ნამდვილად არ ვღელავთ. დელ ბოსკეს და ლუის არაგონენის ხელმძღვანელობით ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ და მოტივირებულნი არიან. dle 10.1

  • Junior
  • 15 ივნისი 2014
  • 2100
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (89)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)