მორატას არყოფნაში გუნდს დროგბა შეუერთდება?

უცხოურ პრესაზე დაყრდნობით, მადრიდის რეალის თავკაცი, კარლო ანჩელოტი ახალი ინიციატივით გამოდის...


საყოველთაოდ ცნობილია, რომ ალვარო მორატა სულ მალე მადრიდის რეალს დატოვებს. კლუბს ფეხბურთელის განათხოვრება სურს, მიზანი კი მხოლოდ ის არის, რომ ახალგაზრდა კანტერანომ მაქსიმალურად ბევრი თამაში ჩაატაროს და სამეფო კლუბში გამოცდილი დაბრუნდეს.

ალვაროს მსურველთა რიცხვი დიდია, მისით არაერთი ქვეყნიდან ინტერესდებიან, სამეფო კლუბი კი საუკეთესო წინადადებას მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით მორატას შემცვლელი შესაძლოა გალათასარაის ფორვარდი, დიდიე დროგბა გახდეს, რომელსაც აურაცხელი რაოდენობის მატჩი აქვს გამართული უმაღლეს დონეზე.

კარლო ანჩელოტის თურქეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელი ძალიან მოსწონს და თვლის, რომ ის აუცილებლად მოერგება სამეფო კლუბის ფილოსოფიას.

ეს ტრანსფერი მხოლოდ 1 წლიანი იქნება, ანუ "რეალი" კოტდიუვარელ ფეხბურთელს იჯარით აიყვანს, შემდეგ კი კვლავ "გალათასარაიში" დააბრუნებს, მის სანაცვლოდ კი თურქული კლუბი 8.5 მილიონი ევროთი იხეირხებს.

კარლოს აზრით დროგბას თავისუფლად შეუძლია უმაღლეს დონეზე ჩაატაროს 20-25 დაპირისპირება, სამეფო კლუბს კი მომდევნო სეზონში საკმაოდ ბევრი პაექრობის გამართვა მოუწევს, სუპერ თასებიდან დაწყებული, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატით დასრულებული.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ დიდიე ტურინის იუვენტუსში გადაბარგებას აპირებს, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რმდენად იაქტიურებს ფლორენტინო პერესი და რა პირობებს შესთავაზებს თავდამსხმელს. dle 10.1

  • Hala
  • 15 ივნისი 2014
  • 3546
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)