ლაპარკობთ თქვენ, მრცხვენია მე

როგორც ჩანს საზოგადოება და საფეხბურთო სამყარო შორსაა რეალობისგან და მათი საფეხბურთო განათლება დღითიდღე ქვეითდება. ესპანეთის ეროვნული ნარკრების სამარცხვინო მარცხის შემდეგ ჰოლანდიასთან, მრავალი დამაკნინებელი და შეურაცმყოფელი სიტყვა გაჟღერდა წმინდა იკერის მისამართით, რაც სამარცხვინოა.


დავიწყოთ გუნდიდან, რომელიც ისეთივე დიდებული და ძლევამოსილი აღარაა, როგორიც რამოდენიმე წლის წინ იყო. მარცხი, რომელიც ფურია როხამ ჰოლანდიის ნაკრებთან განიცადა, არა კასილასის და სხვა რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის, არამედ ვინსენტე დელ ბოსკეს ბრალია. რამდენად გამართლბულია კარვახალის მუნდიალის მიღმა დატოვება და ხუანფრანის წაყვანა? რატომ არ მისცა საშუალება ისკოს გუნდს დახმარებოდა და რატომ არიჩა ფაბრეგასი?

ფატქია, რომ ულვაშამ ფეხბურთელები არა სათამაშო ხარისხით, არამედ სახელით და ავტორიტეტით შეარჩია, შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებმაც 2010 წელს, მსოფლიო მოიგეს და ყურადღების ეპიცენტრში მოექცნენ.

კონფედერაციის თასზე, როდესაც ესპანეთი ბრაზილიის ნაკრებთან განადგურდა დაიბადა კითხვა: „იქნებოდა თუ არა ესპანეთი ისეთივე ძლიერი, როგორიც უწინ და გახდებოდა თუ არა მუნდიალის იმედგაცრუება?“ 2014 წლის მსოფლიო ჩემპინატის პირველივე მატჩში ესპანეთმა ყველას აჩვენა, რომ მათი ნაქები ტიკი–ტაკა ისეთივე ბრწყინვალე საფეხბურთო ფილოსოფია აღარააა, როგორიც ძველად იყო. გუნდებმა აითვისეს აღნიშნული ტაქტიკა, ბურთის გაუჩერებლი გორაობა, მოკლე პასები და ნელი თამაში. სწორედ ამ საფეხბურთო ტაქტიკამ გაუმიზეზა „ბარსელონას“, რეიტინგის და ძლიერების დაცემა, ხოლო შემდეგში ბაიერნთან განადგურება, ახლა კი ჯერი ესპანეთის ნაკრებზეა, რომლებმაც უკვე იგეგემეს სამარცხვინო მარცხი. შესაძლოა ზემოდ ხსენებულმა სათამაშო სქემამ და ფილოსოფიამ, ფურია როხა და ბლაუგრანა, დომინანტები გახადა, მაგრამ მალევე მათი დაცემის მიზეზი გახდა და ხალხში უსახური და ულამაზო ფეხბურთის შთაბეჭდილება დატოვა. "მიხარია, რომ მადრიდის რეალი არ მიმართავს ისეთ ერთფეროვან სტილს, როგორსაც ბარსელონა. ჩვენი საქმე ტიკი-ტაკა არაა, ჩვენი ფილოსოფია ლამაზი და შემტევი ფეხბურთის თამაშია. ბურთის გაუთავებელი გორაობა მალე წარსულ ჩაბარდება" - ჯერ კიდევ 2011 წელს განაცხადა ჩაბი ალონსომ და მისი ნთქვამიც ახდა.



ჩვენდა საუბედუროდ ესპანელთა მარცხის შემდეგ ინტერნეტ სივრცეში და ჩვენს საყვარელ ჰალამადრიდზეც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლბმაც იკერის მისამართით უკადრისი სიტყვები არ დაიშურეს და რიგით, უბრალო მეკარემდე ჩამოაქვეითეს, რომლის დროც წარსულ ჩაბარდა, მაგრამ ეს სისულელეა და მისი დაცინვის, ანდაც აბუჩად აგდების უფლება არავის აქვს!

ვაღიაროთ, კასილასი გუშინდელი მატჩის გმირი არ გახლდათ, მაგრამ ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. სად იყო ესპანეთის დაცვა, როდესაც ჰოლანდიელთა შემტევი ხაზი კონტრიერიშზე გადმოდიოდა? სად იყო ცენტრალური დუეტი, პიკე და რამოსი, როდესაც რობენი და ვან პერსი თავისუფლად უახლოვდებოდნენ მეკარის საჯარიმოს? ფაქტია, რამდენიმე ბავშვური შეცდომა წმინდა იკერმაც დაუშვა, მაგრამ მისი დაკნინება და მარცხის დაბრალება მართებულია მაშინ, როდესაც დაცვის ხაზი არაფრის მაქნისი იყო? არ გრცხვენიათ?
შესაძლოა, რომელიმე კონკრეტული გუნდის ფანებმა არცისე სასიამოვნო ფრაზები გამოთქვან ლეგენდის მისამართით, რაც გუშინ დღისით კულეების მხრიდან არ მოაკლდა კიპერს, მაგრამ მადრიდისტამ, როგორ უნდა მოიბრუნოს ენა გუნდის ლიდერზე და მადრიდის "რეალის" კაპიტანზე? ეს ყოვლად დაუშვებელია!

ნუთუ შესაძლებელია ცუდი თქვა იმაზე, რომელიც დაბადების დღიდან "ბლანკოსის" საკუთრებაა, რომელმაც "მერენგებთან" ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, რომელმაც გუნდი მრავლჯერ იხსნა წაგებისგან, რომლის სიდიადე განუსაზღვრელია, რომელსაც საფეხბურთო სამყარო პატივს სცემს და ფეხქვეშ ეგება და ამის შემდეგ თავად მადრიდისტამ, როგორ უნდა შეაგინოს საკუთარი გუნდის კაპიტანს და ლეგენდას?


ბოლოსდაბოლოს ხალხმა უნდა შეიგნოს ის, რომ იკერ კასილასი არის ლეგენდარული და XXI საუკუნის საუკეთესო კიპერი. ლეგენდა, რომლის სახელის თქმისას მოწიწება და დაფიქრება გვმართებს.

დელ ბოსკე: "კასილასს ყველაზე ნაკლებად მიუძღვის წვლილი, განცდილ მარცხთან."

ჟერარდ პიკე: "ჩვნ იკერის მადლობლები ვართ, რათა უფრო დიდი ანგარიშით არ დავმარცხდით"


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)