მუნდიალზე ყველაზე მეტი წარმომადგენელი "რეალს" ეყოლება

მადრიდის "რეალი" წლევანდელ სეზონში ყოველმხრივ საუკეთესოა, რაც მსოფლიო თასზე აისახა...


საქმე იმაში გახლავთ, რომ ესპანურ გიგანტს მუნდიალზე ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება, მათი რიცხვი 12-ს შეადგენს, ამას ემატება დანიელ კარვახალიც, რომელიც ესპანეთს ეროვნული ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა მწვრთნელმა არჩევანი მასზე აღარ შეაჩერა.

ბრაზილიაში სამეფო კლუბს მარსელო ასახელებს, ფრანგები ორი მადრიდელით, კარიმ ბენზემათი და რაფა ვარანით იწონებენ თავს. ხორვატია მხოლოდ ერთი მოდრიჩით შემოიფარგლება. პორტუგალიის ნაკრებს დიდი სიმდიდრე აქვს, ბენტუს განკარგულებაში კეპლერ პეპე, ფაბიო კოენტრაო და კრიშტიანო რონალდუ იქნებიან, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანელებს იკერ კასილასი, ჩაბი ალონსო და სერხიო რამოსი დაეხმარებიან. (სამწუხაროდ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდნენ ალვარო არბელოა და დანიელ კარვახალი). გერმანიის ეროვნულ გუნდს სამი ხედირა დაეხმარება, დი მარია კი არგენტინელთა სამსახურშია.

კარლო ანჩელოტის ფეხბურთელები მსოფლიოს 7 ნაკრების მაისურს მოირგებენ. dle 10.1

  • Hala
  • 11 ივნისი 2014
  • 3831
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)