კარლო : "მუნდიალის დასრულებამდე "რეალი" არავის დაიმატებს"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის განცხადებით, სამეფო კლუბი ბრაზილიაში ჩასატარებლ მსოფლიო ჩემპიონატს ელოდება და სწორედ დასრულების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ვინ დაიმატოს და ვინ გაუშვას ახლანდელი კოლექტივიდან...


"ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, შესაძლოა პატარა გადახალისება მოხდეს, თუმცა წინ დიდი დროა, რადგან სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება."

"პორტუგალიურ სამედიცინო შტაბთან კავშირი არ მქონია, შესაბამისად არ ვიცი თუ რა მდგომარეობაშია კრიშტიანო რონალდუ, თუმცა დარწმუნებული ვარ ის ეროვნულ გუნდს დაეხმარება."

"ანხელ დი მარია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მისი ექსტრაორდინალურობა ყველას აღაფრთოვანებს, ეჭვი არ მეპარება მის დარჩენაში."

"იკერ კასილასს ფლორენტინო პერესი შეხვდა და მათ ყველაფერი გაარკვიეს, იკერი მინიმუმ მომდევნო სეზონში "ბლანკოსის" ღირსებას დაიცავს, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს."

"ლა დესიმამ თითოეულ ჩვენთაგანზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, ეს მართლაც დიდი სიამოვნება იყო, რომელიც თითოეულმა გულშემატკივარმა მიიღო."

"უკვე 19 წელიწადია სამწვრთნელო საქმიანობას ვეწევი, ამ ხნის განმავლობაში არაერთი ტიტული მოვიგე, მაგრამ თამამად შემიძლია განვაცხდო, რომ თასებიც წყურვილი ახლაც ისე მაქვს, როგორც ეს კარიერის დაწყებისას მქონდა."

"მადრიდი ძალიან კარგი ქალაქია, ადაპტაცია მშვენივრად გავიარე. არაერთხელ მითქვამს, რომ ესპანელები ძალიან გვანან იტალიელებს, რაც კიდევ უფრო მიადვილებს მათთან ურთიერთობას."

"ნახევარდაცვაში ხედირა ბრუნდება, ის არსად წავა და ჩვენ გუნდს მომავალ სეზონში დიდ დახმარებას გაუწევს, გერმანელის დონის ტალანტები არც ისე ბევრნი არიან."

"ალვარო მორატას როგორც ვიცი წასვლა სურს, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა მიიღოს და კლუბს გაცილებით უფრო გამოცდილი დაუბრუნდეს, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "კანტერანოს" წასვლის შემთხვევაში ჩვენ მისი შემცვლელი აუცილებლად დაგვჭირდება, თუმცა ვთვლი, რომ არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა ოცნებობს "რეალში" ასპარეზობაზე."

"კასტილია ცუდ დღეშია, ეს გუნდი არ უნდა დაქვეითებულიყო, მაგრამ რას ვიზამთ, შარშან ჩვენ ამ კლუბს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე "წავართვით", რამაც თავისთავად იქონია ზეგავლენა. მომდევნო სეზონში ახალგაზრდებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ აღზევებისთვის."

"მადრიდის "რეალს" ძალიან კარგი ფონდი აქვს, რითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქველმოქმედების გაწევას ახერხებს, ეს დიდებული რამ გახლავთ, არაერთ გაჭირვებულს სჭირდება სამედიცინო დახმარება."

"ინტერნეტ სივრცეში ჩემი ახალი გვერდი გაიხსნა, ეს ძალიან მასშტაბური რამ გახლავთ. მიყვარს, როდესაც მაკრიტიკებენ და რჩევებს მაძლევენ, რადგან ეს უფრო მაძიერებს და გამოცდილს მხდის. მისასალმებელია ყველა კეთილი ნების მოსმენა, რადგან ეს ისევ ჩვენ სასიკეთოდ ხდება." dle 10.1

  • Hala
  • 9 ივნისი 2014
  • 2261
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)