მანჯუკიჩი - რეალის ახალი ინტერესი?

მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს მომდევნო სეზონისთვის ერთი მაღალი დონის ფორვარდის შეძენა სურს. მითუმეტეს დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი ალვარო მორატას 1 წლით გაშვების შესახებ, ამ შემთხვევაში კი კლუბს მხოლოდ ერთი თავდამსხმელი რჩება კარიმ ბენზემას სახით...


წინ გრძელი და მომქანცველი სეზონია, გუნდს უამრავი დაპირისპირები გამართვა მოუწევს. სეზონის სტარტი რეალისთვის მხურვალე იქნება, რადგან მადრიდელებმა თანაქალაქელ ატლეტიკოსთან კიდევ ერთხელ უნდა გაარკვიონ უძლიერესის ვინაობა, ასევე გასამართლია ევროპის სუპერ თასის პაერქობა, სადაც ანჩელოტის გუნდი ანდალუსიურ სევილიას შეერკინება, აქედან გამომდინარე გუნდს აუცილებლად სჭირდება გრძელი და ძლიერი სათადარიგოთა სკამი.

გერმანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მარიო მანჯუკიჩი მიუნხენის ბაიერნს ტოვებს და ამას წყალი არ გაუვა, ფეხბურთელს მთავარ მწვრთნელთან გარკვეული პრობლემები აქვს, ამიტომ აბარგებას ამჯობინებს.

წინახაზელს მადრიდის რეალს უკავშირებენ. როგორც ჩანს კარლო ანჩელოტის ეს ფეხნურთელი საკმაოდ მოსწონს და ფლორენტინო პერესს დაინტერესებას სთხოვს.

ჯერ-ჯერობით არ სახელდება თანხა, რომელსაც მადრიდელთა პირველი პირი მიუნხენელთა ხელმძღვანელობას შესთავაზებს, თუმცა ფლორენტინო ბრძოლა ნამდვილად მოუწევს, რადგან მანჯუკიჩის შეძენით არაერთი მაღალი დონის და სოლიდური ბიუჯეტის მქონე კლუბი იჩენს ინტერესს.
dle 10.1

  • Hala
  • 9 ივნისი 2014
  • 4854
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)