"მარსელის" პროფილი

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს "მარსელის" წინააღმდეგ გამართავს.შეხვედრა ფრანგულ "ველოდრომზე" 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება (ერთ-ერთი ქართული არხი ანახებს).


აღნიშნული გუნდების მონაწილეობით, პირველი დაპირისპირება სექტემბერში "ბერნაბეუზე" შედგა.მაშინ, მადრიდელებმა რონალდუს დუბლითა და კაკას გოლით, 3-0 დაამარცხეს მეტოქე.

საფეხბურთო გუნდ "მარსელის" დაარსების თარიღად 1892 წელი მიიჩნევა.კლუბის დაფუძნებიდან მეშვიდე წლის თავზე წამოიშვა სახელწოდება "ს.ფ. მარსელის ოლიმპიკი."ფრანგულმა გრანდმა 70-იანი წლებიდან დაიწყო აღმავლობის პერიოდი და კულმინაციას 80-90 წლებში მიაღწია.

"მარსელის" ბრწყინვალე ერა ისეთი მოთამაშეების სახელს უკავშირდება, როგორებიც იყვნენ: დიდე დეშამი, ბასილე ბოლი, მარსელ დესაი, რუდ ვოლერი, ერიკ კანტონა ჟან-პიერ პაპინი და სხვები.სწორედ ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი თაოსნობდა მათ, როდესაც 1993 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ტრიუმფით დაასრულეს.ხსენებულ წლებში გერმანელი თავკაცის მონაპოვარი, გახლდათ საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის ზედიზედ ოთხი ტიტული.

გასული სეზონი "მარსელმა" წარმატებით ითამაშა.მათ მხოლოდ სამი ქულა დააკლდათ, რათა "ლიონისათვის" გამოეგლიჯათ ჩემპიონობა.საფრანგეთის პირველ დივიზიონში "ოლიმპიკს" წლევანდელი გამოსვლა მანდამაინც შთამბეჭდავი არ არის.ამ ეტაპისათვის მათი მონაგარი მხოლოდ მეშვიდე პოზიცია გახლავთ.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, "ველოდრომზე" დიდი ჯახი გველის.ფრანგებს 1/8 ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ორი ყოფილი მადრიდელი, გაბი ჰაინცე და ფერნანდო მორიენტესი, დაეხმარება.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)