„რეალი“ კროოსის აგენტს დაუკავშირდა

„სანტიაგო ბერნაბეუდან“ გერმანელი ფეხბურთელის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ.


როგორც იცით, ბოლო დროს ბევრი იწერება ტონის „ბაიერნიდან“ წასვლის თაობაზე და მადრიდელებმაც გადაწყვიტეს, უშუალოდ ვოლკერ სტრუტისგან (აგენტი) მიეღოთ ინფორმაცია ფეხბურთელის სიტუაციასთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით უცნობია, რა მოითათბირეს მხარეებმა, თუმცა ერთი ვერსიით, კროოსის უკმაყოფილების მიზეზი, მისი სახელფასო ჭერი უნდა იყოს, რომელიც ამ დროისათვის 3.5 მლნ. შეადგენს (წელიწადში).არაოფიციალური ინფორმაციით, კროოსმა ჯამაგირის გაზრდა მოითხოვა, რაზეც კლუბი ყოყმანობს.

გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთელს 2015 წლის ივნისში ეწურება კონტრაქტი მიუნხელებთან, ამ უკანასკნელებმა, ან ახლა უნდა გაყიდონ ის სარფიან ფასად, ან კონტრაქტი გაუხანგრძლივონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევს გადაბარგება.

სავარაუდოდ, „რეალი“ მუნდიალის დასრულების შემდეგ დაიწყებს მოქმედებას და 24 წლის მოთამაშის მოხიბლვას, უკეთესი საკონტრაქტო პირობებით შეეცდება.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)