ლასი კარგი თამაშის ჩატარებას გვპირდება

მადრიდის "რეალის" ფრანგმა ნახევარცმველმა, ლასანა დიარამ, "მარსელის ოლიმპიკთან" გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.


- სამეფო გუნდი ცოტა მოდუნებულია...
- ჩვენ ვართ მშვიდად.გუნდმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო ლა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგისათვის ემზადება."მარსელი" მოსაგებად გამოვა მოედანზე და იმედია, ჩვენი მხრიდან სათანადო პასუხს მიიღებს.

- ფრანგებს შესწევთ ძალა სამი გოლის გატანისა?
- ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია მოხვდეს.ჩვენ მეტი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ "ოლიმპიკის" მიმართ.მიუხედავად ყველაფრისა, გუნდში გვჯერა, რომ კარგ შეხვედრას ჩავატარებთ.

- პირველი რაუნდის მატჩისაგან განსხვავებით, დღევანდელი "მარსელი" გაცილებით სახიფათოა?
- "მარსელი" ნამდვილი საჩემპიონთალიგო გუნდია.ფრანგები ეროვნულ პირველობაზეც არ გამოიყურებიან ცუდად, თუმცა ხსენებული ტურნირები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.ჩვვენი მოწინააღმდეგე ძალზედ მოტივირებული იქნება მომავალი დაპირისპირებისათვის, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ არაფრის გვეშინია."რეალში" ხარისხიანი შემადგენლობაა.

- რა არის "ელ კაპიტანოს" როლი გუნდში?
- უნდა აღინიშნოს, რომ რაული თავისი საკმლაურის მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებს.გონსალესი შესანიშნავი ფეხბურთელი და შესანიშნავი "სნაიპერია."ვფიქრობ, ახლა მის კარიერაში არცთუ ისე კარგი მომენტი დგას, თუმცა ლოგიკური იქნება მწვრთნელს თუ ჰკითხავთ, მისი უთამაშებლობის მიზეზს.თითოეული მოთამაშე დიდ პატივს სცემს რაულს.

- საფრანგეთში დაბრუნება შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.იგივე შეიძლება ითქვას ქარიმზეც, რომლიც ბოლოდროინდელი თამაში ბევრ კრიტიკას იწვევს...
- რასაკვირველია, საფრანგეთში დაბრუნება და თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ მე ვარ ფრანგი.ბენზემა თანდათან აუმჯობესებს თამაშს.მერწმუნეთ ის დიდებული პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, უბრალოდ ქარიმს ცოტაოდენი დრო სჭირდება ადაპტაციის გასავლელად.ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში ის ძველებურად ითამაშებს და გამოიყენებს ყველა იმ რესურს, რაც მას გააჩნია.

- თქვენ თქვით, რომ გუნდი მოდუნებულია, მაგრამ კონცენტრირებულია?
- მე მოდუნებაზე არაფერი მითქვამს.წეღანაც ვთქვი და ახლაც აღვნიშნავ, რომ "რეალში" სიმშვიდე სუფევს და ჩვენ მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვართ.მეტოქისადმი მეტი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ.ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია მოხვდეს.

- პირველი ტურის შეხვედრისგან განსხვავებით, სამეფო გუნდი უფრო ძლიერია?
- ვგონებ, კი.ჩვენ ამ ზაფხულს ბევრი მოთამაშე შევიძინეთ და გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.აქვე უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ განვიცდით.

- იცვლება თუ არა გუნდი, როდესაც რონალდუ არ არის მოედანზე?
- როდესაც ასეთი მოთამაშე ავსებს შემადგენლობას, შენ არასოდეს გინდა, რომ ის თამაშ გარეში იხილო.

- როგორ ფიქრობ, თქვენ მეორე გალაქტიკოსის ნაწილი ხართ?
- გალაქტიკოსის შესახებ პრესა ბევრს საუბრობს.მე ვარ ერთიანი გუნდის წევრი.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)