ფილიპო ინძაგის კარში დიეგო ლოპესის ხილვა სურს

მილანის "მილანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, ეს კი არც მეტი არც ნაკლები ფილიპო ინძაგი გახლავთ, რომელმაც ევროპულ ფეხბურთში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამტანი ფორვარდი მთელ მსოფლიოში, დღეს კი იტალიელი "როსონერის" მწვრთნელის რანგში მოგვევლინა...


Sky Sport-ის ცნობით, ფილიპო კლუბში ძირეულ ცვლილებებს გეგმავს, მისი მიზანი მომდევნო სეზონში იტალიის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იქნება, ამისათვის კი შემადგენლობა სერიოზულ გაძლიერებას საჭიროებს.

იტალიელებმა უკვე გაჩარხეს ერთი საკმაოდ საინტერესო ტრანსფერი, მათ პარისენჯერმენიდან ბრაზილიელი გამოცდილი ცენტრალური მცველი, ალექსი იყიდეს, თუმცა ამით რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით ფილიპო მეკარის შეცვლასაც გეგმავს და უპირველეს კანდიდატად სამეფო კლუბის კიპერს, დიეგო ლოპესს ასახელებს, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო და იკერ კასილიასს დიდ კონკურენციას უწევს.

პიპოსა და კარლო ანჩელოტის შორის ბრწყინვალე ურთიერთობაა, თუმცა რამდენად დათმობს კარლიტო ლა ლიგის მთავარ კიპერს მეორე საკითხია, ეს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიჩარხოს, თუ დედაქალაქელთა მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ ყველა ტურნირზე ძირითადში ადგილს იკერ კასილასი დაიკავებს, ამ შემთხვევაში დიეგო ლოპესის კლუბში დარჩენას აზრი დაეკარგება, რადგან მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ნამდვილი საცოდაობა იქნება, მილანში კი ის შესანიშნავად წარმოაჩენს თავს.

იმ შემთხვევაში თუ "რეალმა" დიეგოს გაშვება გადაწყვიტა, მისი შეძენით მთავარ პრეტენდენტად "მილანი" სახელდება, რადგან ამ კლუბის ხელმძღვანელობასა და ფლორენტინო პერესს შორის თბილი ურთიერთობაა, ამას კი უკვე მწვრთნელთა მეგობრობაც დაემატა. dle 10.1

  • Hala
  • 7 ივნისი 2014
  • 2366
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)