კანავარო : "რეალიდან არავინ გამომხმაურებია"

მოგეხსენებათ, მადრიდში უამრავი ჭორი დადის იმის შესახებ, რომ ზინედინ ზიდანის კლუბიდან წასვლისა და დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყების შემთხვევაში კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი თანაშემწე შესაძლოა ფაბიო კანავარო გახდეს...


იტალიელმა ლეგენდამ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მან ასევე გაიხსენა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც თასი იტალიამ აღმართა.

"ესპანეთის დედაქალაქიდან არავინ გამომხმაურებია, თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სამწვრთნელო კარიერას შექმნას ვაპირებ, მადრიდში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი და გამოცდილება იქნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს."

"ანჩელოტის ძალიან კარგად ვიცნობ, მას უდიდეს პატივს ვცემ და ვიცი თუ რა დონეს წარმოადგენს ის. კარლიტომ არაერთხელ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება."

"იტალიის ნაკრები წელს სოლიდური იქნება, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს გუნდი 2006 წლის მსოფლიო თასის მფლობელ კოლექტივზე ძლიერია, მაგრამ შანსი ნამდვილად არსებობს, რომელიც ბიჭებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ." dle 10.1

  • Hala
  • 7 ივნისი 2014
  • 1545
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)