ანჩელოტიმ პერესს რამირესის შეძენა სთხოვა

ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, კარლო ანჩელოტის საკუთარი გუნდის რიგებში ჩელსის ბრაზილიელი ნახევარმცველის, რამირესის ხილვა სურს...


იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ პოგბა ან არტურო ვიდალი გუნდს ძალიან გამოადგება, მაგრამ მათი ფასი მეტისმეტად გაბერილია, აქედან გამომდინარე "რეალმა" სხვა ფეხბურთელებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.

ვიდალი 60 მილიონი ევრო ღირს, ეს არის უნიჭიერესი ფეხბურთელი, მაგრამ ხშირად აწუხებს ტრავმა და გარკვეული პრობლემები, რაც კარლიტოს ძალიან აფიქრებს.

რამირესი ანჩელოტის მოთხოვნით რომან აბრამოვიჩმა შეიძინა, მაშინ კარლიტო ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ანჩეს "არისტოკრატების" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო და საკმაოდ ნაყოფიერადაც თამაშობდა.

კარლომ ანხელ დი მარიას მსგავსად, რამირესსაც შეუცვალა პოზიცია და მოედნის ცენტრში შეწია, თავის მხრივ არც ფეხბურთელმა დააყოვნა და არნახული პროგრესი აჩვენა, ის დღესდღეობით ბრაზილიის ნაკრების წევრიც გახლავთ.

რამირესის ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, ასევე არ არის ცნობილი ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პოზიცია, რომელსაც წესით და რიგით ნამდვილად არ უნდა სურდეს ბრაზილიელი ნახევარმცველის საკუთარი შემადგენლობიდან გაშვება, მაგრამ ფლორენტინო პერესის სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში არ არის გამორიცხული 27 წლის წლის ფეხბურთელმა ინგლისის დედაქალაქიდან ესპანეთის დედაქალაქში გადაინაცვლოს.
dle 10.1

  • Hala
  • 7 ივნისი 2014
  • 2004
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)